Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წამებაში მოკლეს, 40-ის მერე მის სიკვდილს დედა გადაჰყვა – ტრაგიკული ამბავი ქართველი გმირისა, რომელიც რუსულ ჯარში მსახურობდა და 2008 წელს უარი თქვა საქართველოსთან ბრძოლაზე

January 8, 2023
წამებაში მოკლეს, 40-ის მერე მის სიკვდილს დედა გადაჰყვა – ტრაგიკული ამბავი ქართველი გმირისა, რომელიც რუსულ ჯარში მსახურობდა და 2008 წელს უარი თქვა საქართველოსთან ბრძოლაზე

რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ქართველი დათო ყამარაული 2008 წ. 8 აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარში მსახურობდა. როდესაც მას უთხრეს, რომ უნდა ებრძოლათ ქართველების წინააღმდეგ, უარი განაცხადა ბრძოლაზე. ამის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ის სასტიკად აწამეს.

“ეს ვაჟკაცი კაცი დათო ყამარაულია , იყო რუსეთის მოქალაქე , მამაპაპაც რუსეთში იყვნენ დაბადებული. 2008 წ. 8 აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარში მსახურობდა . ღამით გააღვიძეს და მთელი მისი სამხედრო ნაწილი ცხინვალში გადმოისროლეს . ადგილზე მისვლისას მეთაურმა უთხრა , რომ უნდა ებრძოლათ ქართველი ფაშისტების წინააღმდეგ . დათომ ეს რომ გაიგო უარი განაცხადა ბრძოლაზე , კი წარმოიდგენთ რა ამბავიც ატყდებოდა . სანამ ვაზნები ჰქონდა იცავდა თავს , მერე დაჭრეს , ჯერ ადგილზე აწამეს , მერე фсб-ს ვლადიკავკაზის იზოლატორში გააგრძელეს ღორებმა წამება , სანამ სული არ ამოხადეს . ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაყვა , შემდეგ მამაც დაიღუპა .აცხონოს უფალმა მათი ქართული სული . 🙏 საქართველოსთვის თავის დადება , მის საზღვრებს გარეთაც შეიძლება . უნდა დავაფასოთ ჩვენი გმირები , სადაც არ უნდა იყვნენ . დიდება გმირებს . დიდება საქართველოს . ✊️

გოგოლეთ დათო

თავის სამშობლოს უჯიგროდ,
გაზრდა ვინა თქო შვილისა?!
არ დეელევა ქართველებს,
ვაჟკაცნი გმირის სულისა,

ამბავი უნდა ვიცოდეთ,
სუყველაჲ გმირის წვლილისა,
სადა გყოვ დასაკარგები?!
ან დრო სადა გოქ ძილისა?

გმირების სულებს ბრწყინვალეს,
როგორც მზეს გაზაფხულისა,
ნუ ვკარგავთ, შვილებს მოვუყვეთ,
მკერდჩი რეჩხი ქნას გულისა.

სულმუდამ ჰყავდა გმირები,
სამშობლოს ჩვენსა ბედკრულსა,
დუშმანი არ გველეოდა,
მუსრავდნენ შიშ-დაზაფრულსა.

ამბავი მინდა მაგიყვეთ,
ვაჟკაც მოჴევე ბალღისა,
ქართული სულისკვეთებით,
მუდამ სიცოცხლე ლაღისა.

დათო ექვინა სახელი,
ყამარაულის გვარისა,
გოგოლეთ უშანგის შვილი,
ძირით, კარკუჩით არისა.

ვლადიკავკაზჩი მაცხოვრებს,
დრო მოუვიდა ჯარისა,
ჩეჩნეთს იჴდიდა სამსახურს,
დამცველად გროზნოს კარისა.

მაგას დეემთხვა, ტიალი,
დრო, სამაჩაბლოს ომისა,
გროზნოდან ჯავას გარეკეს,
ბრძანება გასცეს ბრძოლისა.

დათომ სულზე არ დაიდვა,
ცოდვა ქართველზე სროლისა,
რუსები დათოს ვერ სწონენ,
ზარი აქვთ შიშის, ძრწოლისა.

რუსებს ვერ ეყოთ სიმხნევე,
გატეხვის, ჴევის შვილისა,
ოსებს მიჰყიდეს მზაკვრულად,
ეშმაკთან მყოფთა წილისა.

ჯოჯოხეთურად აწამეს,
გატეხვა უნდათ სულისა.
არ ტყდება მოჴევის სული,
ბალღია ქრისტეს რჯულისა.

დაჟინებიან ოსები,
გრძნობა ჰკლავთ ბოღმა-შურისა,
ქართველებისკე ისროლას,
ჰგონიათ თავის ჯურისა.

არა ქნა არ საკადრები,
ქართველს გული აქვს რკინისა,
სამშობლოს ტყვიას არ ვესვრი!
სცემენ… ის კი დასიცინისა.

ცემა-წამებით დამთავრდა,
ყოფა მოჴევე გმირისა,
ანწუხელიძის დაკარგვას,
სამშობლო დღესაც სტირისა.

ყამარაულიც იცოდეთ,
გმირთა ზიარი ჭირისა,
იგივე საქციელი ქნა,
ვაჟკაცმა ქართულ ძირისა.

ჯავას წამებით მაკლული,
ასარევად გზა-კოლისა,
გროზნოჩი გადაასვენეს,
ბრიყვთა სახვევად თოლისა.

ვლადიკავკაზჩი დაკრძალეს,
ასცდა კარკუჩის მიწასა,
გმირი, ზეცაჩიც გმირია,
იქაც სამშობლოს იცავსა.

გამწარებულსა ოჯახსა,
ჭირი არ აცდენს ბნელ გზასა,
ორმოცი არ გაჰჴდომია,
დედაც თან გაჰყვა ზეცასა.

ეგეთ ბედს მტერს არ ვუსურვებ,
გოგოლეთ უშანგისასა,
შვილის და ცოლის დაკარგვას,
დაქცევას ოჯახისასა.

თვითონაც ჩქარვე გზას გაჰყვა,
ცოლ-შვილთან, სამოთხისასა,
უფალი გმირებს აცხონებს,
მიმდევართ ქრისტეს გზისასა.

უფალო, მშვიდობა მოგვეც,
ჯავრს ნუ გოგოტან მტრისასა,
გვიმრავლე ეგეთი გმირნი,
სწყალობდე ჩვენის მჴრისასა.

თამაზ ქუშაშვილი
15.08.2020 წელი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge