ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის, გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.
ფაქტს მომღერალი ლიზა ყენია ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვყენებს:
“სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება , ვერაფერს ვარკვევდით , სანამ ხალხი გაიგებდა ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით , არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია რადგან ბოლომდე ვთვლიდი რო მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო.
უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა .
ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ , რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა , ავუხსენი რომ არ ვარ ის ადამიანი , რომ ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს , ვუთხარი რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა , ისიც მითხრა ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა , შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს გაზრდილი და უფრო მგრძნობიარე იყო.
ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა ვიცი რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სუ მაგებინებდა .
არ იმსახურებდა ესეთ დასასრულს , ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი.
Rest In Peace LIZA”, – წერს ყენია.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიიღეს.
