ბელგიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან.
“ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა” – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
გარდავლილის ცხედარი დედამ ამოიცნო, რომელიც ამჟამად ბელგიაში იმყოფება.სამართალდამცველებს გარდაცვლილის ვინაობის დადგენისთვის დრო იმის გამო დასჭირდათ, რომ ცხედარი, სავარაუდოდ, დასახიჩრებული იყო.
შეგახსენებთ, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.
წყარო: AMBEBI.GE