ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის, გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურდა.
ფაქტს ეხმაურება ჟურნალიტი ელისო კილაძე და სოციალურ ქსელში წერს:
“ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა !
ადამიანის სიცოცხლით სპეკულირება წესად არ მაქვს,სიტყვა არ დამიძრავს იმ ისტერიკაზე ,რაც მედიის წინააღმდეგ ააგორეს წუხელ.
ჩვენ გვქონდა პირდაპირი კონტაქტი ბელგიაში რამდენიმე წყაროსთან,სათვისტომოსთან,პირთან რომელსაც ბელგიის პოლიციამ იმთავითვე დაუდასტურა ლიზას სიკვდილი.
დიდხანს ვბჭობდით სამსახურის ჩატში როგორ დაგვეწერა ნიუსი,თან ისე რომ თხოვნა შეგვესრულებინა და პოლიცია არ დაგვესახელებინა წყაროდ !
რაღაცნაირად ოქროს შუალედი მოვძებნეთ და ისე დავწერეთ(თუ ასეთ დროს საერთოდ არსებობს შუალედი)
ჰოდა,თამარ ჩერგოლეიშვილის კედელზე მორალური პედესტალიდან ირჩეოდა ,მედიის სტანდარტები.ვიღაც Nano Arabidze – მ ჩვენი სააგენტოს ნიუსის ლინკი დადო კომენტარებში,რასაც ჩერგოს ისტერიკა მოყვა,ეს ელისო კილაძის სააგენტოაო.სათვისტომო საერთოდ ვინაა და წყაროც რა მოსატანიაო !
უი,ბოდიში არ ვიცოდიო,-იქვე მოუბოდიშა ჩერგოს ვინმე ნანომ !(არ ვიცი ვინაა)
ჰოდა,nano ამიერიდან გეცოდინება,რომ CNews Exclusive • სინიუს ექსკლუზიური არასოდეს გადაუმოწმებელ ინფორმაციას არ ავრცელებს !!
გულწრფელად ვწუხვარ და ვიზიარებ ლიზა ქისტაურის ოჯახის ტრაგედიას !
ეს ქვეყანა განსხვავებული ადამიანებისთვის ჯოჯოხეთია !
p.s.და მადლობა ჩემებო,რომ წუხელ იმ შეურაცხადი ქალის მორიგ ბოდვას არ აყევით და არ უპასუხეთ ,ის რასაც იმსახურებდა !!!” , – წერს ჟურნალისტი.
