მედიაში მადრიდის „რეალის“ „ნაპოლის“ ქართველის გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებასთან დაკავშირებით ორი ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება.
fichajes.net წერს, რომ „რეალი“ მზადაა, ხვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.
„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის „რეალი“. რომელიც გარკვეული პერიოდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავდამსხმელის განვითარებას.
კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდეს, „ნაპოლი“ კი საუკეთესო ფეხბურთელს გაუშვებს, თუ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს.
Defensa Central – ის მიხედვით კი, მადრიდელებს ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი აღარ აქვთ.
„მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ მზარდი ტალანტებისადმი ინტერესს. როგორც ჩანს, კლუბს სურს კონკურენციის გაზრდა. მომავალ სატრანსფერო „ფანჯარაში“ მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული სამიზნეები ჯუდ ბელინგემი და ალფონსო დევისი არიან, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლის კანდიდატია ასევე იოშკო გვარდიოლი[..] . კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ რადარებში აღარ არის და კლუბმა გადაწყვიტა შეწყვიტოს „ნაპოლის“ 21 წლის სუპერვარსკვლავზე დაკვირვება.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს