ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, სავარაუდოდ, ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. გარდაცვლილი ყველასათვის ცნობილი ლიზი ქისტაურია.
ლიზა ქისტაურის გარდაცვალებას ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალი კრისტი ლაბაძე გამოეხმაურა:
“💔- შევხდებით ცისარტყელებში საუკეთესო იყავი და ასე იქნება მუდამ . ✨🕊️” – წერია პოსტში.
როგორც წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, ქართველი ტრანსგენდერის დედა საქართველოში ყოფილა დროებით ჩამოსული, რა დროსაც მას პოლიციიდან დაურეკეს და შვილის ცხედრის ამოსაცნობად ბელგიაში გამოიძახეს.
არსებული ინფორმაციით, ქართველი ტრანსგენდერი, სავარაუდოდ, მისმა შეყვარებულმა მოკლა. ის სასტიკად არის ნაცემი.