6 იანვარს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სოფელი დიღმის, დაბა სტეფანწმინდის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ სოფლებსა და ქუჩებს, ელექტროენერგიაზე წვდომა სხვადასხვა დროის ინტერვალით შეეზღუდებათ.
„11:00 – დან 18:30 საათამდე, სოფელ დიღომში შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, დავით გურამიშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთში, ქედის უბანში აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.
12:00-დან 18:00 საათამდე, დენი შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში: წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, გალავანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, ვაშლიანი, საგურამო, ქ.მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ზაჰესში.
14:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო, კანატია, ბზიკურთკარი, ზარიძეები, ქვემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.