იუმორისტი და ტელეწამყვანი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ილია მეორეს მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
„რუქნადინის წერილში მეტი სითბო იყო, ჩემი აზრით“ – წერს მიშა მშვილდაძე.
შეგახსენებთ ილია მეორეს წერილს: „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად.“