ბოლნისის საკრებულოს წევრი მოულოდნელად დაიღუპა. გარდაცვლილი ეკატერინე კობალავაა. სამწუხარო ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს საკრებულოს წევრის,
ეკატერინე კობალავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
🖤დაკრძალვა შაბათს, 7 იანვარს, 14 საათზე.” – ნათქვამია განცხადებაში.
