იტალიური მედიასაშუალების, „Canale 21-ის ჟურნალისტი უმბერტო კარიელო „ინტერისა“ და „ნაპოლის“ გუშინდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
კარიელომ ისაუბრა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც და აღნიშნა, რომ ის მილანებლა არა ტაქტიკით, არამედ უხეშობით შეაჩერეს.
„კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, შკრინიარი-დარმიანი-ბარელას სამეული მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა – ზედიზედ ორჯერ ეუხეშა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. „ინტერის“ ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს ფეხებში უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო.
მერე იყო შკრინიარის მორიგი უხეშობა თითქმის საჯარიმო მოედნის ხაზზე და ამჯერადაც არ დააჯარიმეს. „ინტერის“ მცველებს ზედიზედ ორი უხეშობა ისე აპატიეს, ერთი ბარათიც კი არ უჩვენებიათ“, – დაწერა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, გუშინ „ინტერმა“ „ნაპოლი“ 1:0 დაამარცხა და სერია ა-ს ცხრილის ზედა ნაწილში კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა.