რუსთავში, მე-2 სართულიდან კაცი გადმოვარდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განაცხადა, მამაკაცს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია კლინიკიდან.
