გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
“დაბადების დღეს ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს!
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე.
მისი უწმინდესობა სიკეთის, სიყვარულისა და სიმშვიდის სიმბოლოა.
ვულოცავ და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ჩვენი ერის საიმედოდ“, – წერს “ფეისბუკზე” ხინჩეგაშვილი.
ცნობისთვის, ილია მეორე დღეს 90 წლის გახდა.
