საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაბადების დღე პირადად მიულოცა – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე” , – წერს პრემიერი.
ღარიბაშვილი პატრიარქს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.
