Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მეუბნებიან, კარგია, რომ წახვედიო… რა არის კარგი, სხვა ქვეყნის სახელით რომ ვასპარეზობ?” – ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან, რომელიც სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

January 4, 2023
“მეუბნებიან, კარგია, რომ წახვედიო… რა არის კარგი, სხვა ქვეყნის სახელით რომ ვასპარეზობ?” – ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან, რომელიც სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

ჟურნალისტმა ნანა ფიცხელაურმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

დათუნაშვილი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. ის სერბეთის სახელით ჭიდაობს და წელს სერბეთის საუკეთესო სპორტმენად დასახელდა.

„თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და 5 დე­კემ­ბერ­ზე გა­ვი­ზარ­დე (დღეს – ბერი გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუჩა). 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ – 2 უფ­რო­სი ძმა და ერთი პა­ტა­რა და მყავს. სხვა­თა შო­რის, სა­მი­ვე ძმა სპორ­ტსმე­ნე­ბი ვი­ყა­ვით. უფ­რო­სი ძმა ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, საკ­მა­ოდ კარ­გად თა­მა­შობ­და “დი­ნა­მო­ში“, მერე ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო და სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა. მე­ო­რე ძმა მო­ჭი­და­ვე იყო, ის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნია, 2-ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ერ­თად ვი­ჭი­და­ვეთ კი­დეც (ერთხელ ის გახ­და ჩემ­პი­ო­ნი, მე­ო­რედ – მე). როცა ჭი­და­ო­ბა­ზე შე­ვე­დი, მახ­სოვს, ჩემი მწვრთნე­ლის სი­ტყვე­ბი: ეს ბავ­შვი ან ამა­შე­ნებს, ან და­მაქ­ცევ­სო. ეს თქვა პირ­ვე­ლი­ვე დღეს და ისე ჩამ­რჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში… არ ვიცი, ვერ გე­ტყვით, ეს რა­ტომ თქვა. დავ­რჩი და დავ­რჩი ჭი­და­ო­ბა­ში და ავა­შე­ნე, თუ არა, ეს მას უნდა ჰკი­თხოთ. ვფიქ­რობ, ახლა ამა­ყობს ჩე­მით და დაქ­ცე­ვა გა­მოვ­რი­ცხოთ.

97-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სხვა­თა შო­რის, სპორ­ტს სწავ­ლა­ში ხელი არ შე­უშ­ლია, სკო­ლა­შიც ვა­ხერ­ხებ­დი რა­ღა­ცას. როცა და­ვამ­თავ­რე, უმაღ­ლეს­ში ვერ ჩა­ვა­ბა­რე, ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებ­ში მოვ­ხვდი და უფრო სპორ­ტის მხა­რეს წა­ვე­დი, ჭი­და­ო­ბა ვარ­ჩიე ყვე­ლა­ფერს. რაც სერ­ბეთ­ში ჩა­მო­ვე­დი, ფი­ზკულ­ტუ­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ვე­წყვე და ახლა ბოლო კურ­სზე ვარ, წელს და­ვამ­თავ­რებ.

– როცა დარ­ბაზ­ში მი­ვე­დი, იქ სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი დამ­ხვდნენ, მათ შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ირაკ­ლი ჭო­ჭუა, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე და ევ­რო­პის თა­სის მფლო­ბე­ლი. ის ჩემ­თვის მა­გა­ლი­თი იყო, ასე­თე­ბის კვალ­ზე ვიზ­რდე­ბო­დი და ისი­ნი მაძ­ლევ­დნენ მო­ტი­ვა­ცი­ას. წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად მარ­ცხიც იყო, ამის გა­რე­შე გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­დის. ბავ­შვო­ბი­დან­ვე, როცა მწვრთნელს შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გავ­ყავ­დი, უმე­ტე­სად ვი­გებ­დი ხოლ­მე, რა­ღაც­ნა­ი­რად თან დამ­ყვე­ბო­და გა­მარ­ჯვე­ბა. მერე მოვ­ხვდი ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­ში და ახალ­გაზ­რდებ­ში პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო, როცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯაო მო­ვი­პო­ვე. იმა­ვე წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­ნალ­ში გა­ვე­დი და მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე.

მერე დი­დე­ბის ნაკ­რებ­შიც მოვ­ხვდი და იქაც და­ვიმ­კვიდ­რე ად­გი­ლი. იმ დროს ამ სპორ­ტში უდი­დე­სი კონ­კუ­რენ­ცია არ­სე­ბობ­და, ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კონ­კუ­რენ­ტი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია იყო, მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი, ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით და მო­ვუ­გე. 2012 წელს პირ­ველ ნომ­რად დავ­დე­ქი და მა­შინ მან­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო წარ­მედ­გი­ნა უცხო­ე­თის ტურ­ნი­რებ­ზე. ამა­ვე წელს გა­მო­ვე­დი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მა­ნუ­ჩარ­მა, რო­მე­ლიც უკვე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იყო, და­მით­მო ას­პა­რე­ზი, ხელი არ შე­მი­შა­ლა და მომ­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამას მოჰ­ყვა 2013 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი თბი­ლის­ში, სა­დაც დი­დებ­ში მე­და­ლი ავი­ღე (ფი­ნა­ლი ვი­ჭი­და­ვე და მე­ო­რე­ზე გა­ვე­დი). ასე ვვი­თარ­დე­ბო­დი, ვიზ­რდე­ბო­დი და ვიმ­ყა­რებ­დი ად­გილს ნაკ­რებ­ში. 2016 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი პირ­ვე­ლად, 2017 წელს – მე­ო­რედ (ზე­დი­ზედ მო­ვი­გე). 2019 წელს მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან გეგა გე­გე­ში­ძეს­თან და მო­მი­წია სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა…

– მი­ზე­ზი? მი­ზე­ზი ალ­ბათ ისაა, რომ დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მიყ­ვარს ცურ­ვა, არ ვარ მკვდა­რი თევ­ზი, დი­ნე­ბას რომ მივ­ყვე. რა­ღაც­ნა­ი­რად, ჩვე­ნი აზ­რე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ემ­თხვა, რა­საც კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვა. გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ვი­ყა­ვი და გუნდში ისეთ რა­ღა­ცე­ებს აკე­თებ­დნენ, რაც არას­წო­რი იყო, მი­ვუ­თი­თე, რომ ამის გა­კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მე არა, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წევ­რს ჩაგ­რავ­დნენ და რო­გორც გუნ­დის კა­პი­ტან­მა, სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, რომ ხმა ამო­მე­ღო და მეთ­ქვა, რომ არ იყ­ვნენ მარ­თლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სფე­რო­ში, ჭი­და­ო­ბის ნაკ­რებ­ში არის კონ­კუ­რენ­ცია, თუ მე ვარ ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის მოს­წავ­ლე, ჩემ­ზეა პრი­ო­რი­ტე­ტი და უნ­დათ, მე წა­ვი­დე ევ­რო­პის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და ა.შ. მე თუ იქ მე­დალს მო­ვი­პო­ვებ, მერე ფუ­ლა­დი პრე­მია ერი­ცხე­ბათ მწვრთნე­ლებს, ანუ ფი­ნან­სე­ბის ამ­ბა­ვი იყო და ერთ ბიჭს ჩაგ­რავ­დნენ, კრე­ბა­ზე გა­მო­ვე­დი და ვთქვი, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამის მერე ამით­ვალ­წუ­ნეს და უკვე აღარ უნ­დო­დათ, ლი­დე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გუნდში, რა­ღაც­ნა­ი­რად, ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით მწევ­დნენ უკან. დად­გმუ­ლი იყო, ვი­თომ რომ და­ი­ჭი­რეს გე­გე­ში­ძე, ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია. ეს ადა­მი­ა­ნი უსა­მარ­თლოდ არის თა­ვი­დან­ვე პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­უ­ლი, ბინ­ძუ­რი რა­ღა­ცე­ე­ბი აკე­თეს, პო­ლი­ტი­კუ­რი და ამი­ტომ და­ნიშ­ნეს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად. ასეთ კაცს რომ და­ნიშ­ნავ იქ, სა­დაც მისი ად­გი­ლი არაა, მერე იქაც ირე­ვა სი­ტუ­ა­ცია და ასე მოხ­და კი­დეც.

” – რა არის კარ­გი, სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით რომ ვას­პა­რე­ზობ?“

– ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, კარ­გი მოხ­და, რომ წახ­ვე­დიო, რაც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. რა მოხ­და კარ­გი, სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით რომ ვას­პა­რე­ზობ? ჩემი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბამ მო­მი­წია და ნო­ლი­დან და­ვი­წყე ყვე­ლა­ფე­რი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვე­დი, აქაც კონ­კუ­რენ­ცი­აა და რო­გორ მი­გი­ღე­ბენ, არა­ვინ იცის. რა­ღაც ზე­რე­ლედ იტყვი­ან ხოლ­მე, კარ­გია, რომ წახ­ვე­დიო. სუ­ლაც არა, უბ­რა­ლოდ, ჩემი ეს პრობ­ლე­მე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად გარ­დავ­ქმე­ნი და მო­ტი­ვა­ცი­აც გა­მიჩ­ნდა, არ მომ­კვდა­რა. მერ­ჩივ­ნა, სამ­შობ­ლო­ში მე­კე­თე­ბი­ნა კარ­გად ჩემი საქ­მე, მაგ­რამ არ მომ­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­მიქ­მნეს, მა­შინ სა­ერ­თოდ უნდა ჩა­მოვ­შო­რე­ბო­დი საყ­ვა­რელ საქ­მეს და რა­ღაც სხვა მე­კე­თე­ბი­ნა. ეს რომ არ მინ­დო­და, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ზუს­ტად ამ მო­მენ­ტში გა­მოჩ­ნდა სერ­ბე­თი…

– თით­ქმის 90%-ით გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ კა­რი­ე­რის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა და სერ­ბეთ­მა ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და. ამ დროს ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, მანდ ვე­ღარ ვვარ­ჯი­შობ­დი და ისე აკე­თებ­დნენ, სხვა­გა­ნაც ვერ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ხელს მიშ­ლიდ­ნენ. ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მივ­წე­რე, ინ­ტე­რე­სი თუ გაქვთ, ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ ფე­დე­რა­ცი­ი­დან ხელს მიშ­ლიდ­ნენ, ვინ­მეს ჩემს მი­მართ ინ­ტე­რე­სი რომ არ გა­მო­ე­ჩი­ნა. მე რომ სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ფე­დე­რა­ცი­ის­გან მჭირ­დე­ბო­და თან­ხმო­ბა, რა­ღაც ფურ­ცე­ლი, სა­დაც ხელს აწე­რენ, რომ გიშ­ვე­ბენ. თან­ხმო­ბას არ მაძ­ლევ­დნენ და ისე­თი სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­ვი­ა­რე… ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი ჩა­ვიქ­ნიე, თუმ­ცა მა­ინც მჯე­რო­და, რა­ღაც გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ერთ დღე­საც, მომ­წე­რეს, იცით, ვინ ვარო? სერ­ბე­თის ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ჩა­მო­ვე­დი სერ­ბეთ­ში, გა­ვა­ცა­ნი სი­ტუ­ა­ცია. მსოფ­ლიო ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტიც ეროვ­ნე­ბით სერ­ბია, სერ­ბებს უფრო მეტი კონ­ტაქ­ტე­ბი აქვთ და სა­ქარ­თვე­ლო­დან ხელს უკვე ვე­ღარ მიშ­ლიდ­ნენ. გა­მო­ვი­და ისე, რომ რა­ღაც გზე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ, თან­ხმო­ბა­ზე ხელი მო­ე­წე­რათ. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რაც, მო­გეხ­სე­ნა­ბათ, სპორ­ტსმე­ნის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია – რთუ­ლია ისევ დაბ­რუნ­დე, იჭი­დაო და ისევ მა­ღა­ლი მედ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­ლო.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ბევ­რი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი გა­მო­დის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით, ბევ­რიც მწერს, იქ­ნებ წაგ­ვიყ­ვა­ნოო, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. სერ­ბე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი სტო­ი­ან დობ­რე­ვია, ხოლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ის­ლავ ტრა­ი­კო­ვი­ჩი, ვისი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, აქ რომ ჩა­მო­ვე­დი. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი თურ­მე ჩემს სტა­ტუ­სებ­ზე “დამ­ლა­ი­ქებ­ლებს“ ამოწ­მე­ბენ, ემანდ, ისე­თი არ აღ­მოჩ­ნდეს, ვი­საც მერე უსაყ­ვე­დუ­რე­ბენ.

– სერ­ბეთ­ში ჯო­კო­ვი­ჩი და სხვა დიდი სპორ­ტსმე­ნე­ბიც გა­ვი­ცა­ნი და უკვე ყვე­ლას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვი­ყა­ვით ერ­თად, გვაქვს მი­მო­წე­რა… ამას­წი­ნათ, “ინ­სტაგ­რამ­ზე” ჩემი ფოტო გა­ა­ზი­ა­რა – როცა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­და. მერე სხვებ­თან ერ­თად, ჩემი მე­და­ლიც აღ­ვნიშ­ნეთ ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში და, ამა­სო­ბა­ში, მას­თან კარ­გი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ზო­გა­დად, არ გამ­ჭირ­ვე­ბია სერ­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ისი­ნი ჩვენ­სა­ვით ემო­ცი­უ­რი ხალ­ხია.

წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნო­ბა მარ­თლა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ბინა გად­მომ­ცენ, არ ვიცი… მე­უღ­ლე არ მყავს, ამ ეტაპ­ზე არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ (იცი­ნის)… მარ­თა­ლია, მანდ სპორ­ტულ კა­რი­ე­რას ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩა­მო­ვალ და ფე­დე­რა­ცი­ა­ში თუ ისევ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ცვლი სი­ტუ­ა­ცი­ას. სერ­ბებ­თა­ნაც ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა კავ­ში­რი. ვნა­ხოთ, მე ცოტა მო­ხე­ტი­ა­ლე ადა­მი­ა­ნი ვარ და… “

წყარო: Ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შე­საძ­ლოა, ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა იყოს“ – რას წერს თურქული მედია გუშინ ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე?
  • „მძიმე დანაშაულში მხილებული 22 წლისაა…“ – ბათუმში მომხდარი გუშინდელი მკვლელობის ახალი დეტალები
  • მასშტაბური თავდასხმა ოდესაზე – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge