Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება იყო და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები – ზოოპარკის დირექტორის სპეციალური განცხადება

January 4, 2023
ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება იყო და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები – ზოოპარკის დირექტორის სპეციალური განცხადება

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ წელს, ახალი წლის ღამეს საკმაოდ ბევრი პიროტექნიკის გამოყენება იყო და ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

„პიროტექნიკის გამოყენების ეპიცენტრში მოხვდნენ ცხოველები, შეშინდნენ, დარბოდნენ გაუთავებლად. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ყველაფერი. სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე. შემდეგ შეიძლება, გაუჩნდეთ გარკვეული დაავადებები, ხშირ შემთხვევაშიც შეიძლება, კიდევ უფრო მძიმედაც განვითარდეს გარკვეული პერიოდის მერე, რომლის მიზეზიც უკვე სწორედ სტრესში უნდა ვეძებოთ.

გნუ საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მაგრამ სროლების და აფეთქებების ეშინია. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როდესაც დაგვეღუპა პატარა. წინა წელს დაგვეღუპა პატარა გნუ. ნებისმიერი ცხოველის გამრავლება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და დიდ სირთულეებთან და რამდენიმეწამიანი სიამოვნების გამო როცა იღუპება ცხოველი, ცოცხალი არსება, ყოველთვის მიუღებელია. იმავეს მოვუწოდებდი, რასაც ყოველთვის ვამბობთ, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, განსაკუთრებით, ჩვენი თხოვნა იქნება,ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ახალ წელს პირდაპირ ზოოპარკის მიმართულებით იყო სროლები, მიზანმიმართულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge