შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, ორი მათგანი რეანიმაციაშია. ინფორმაციას ამის შესახებ mtavari.tv აქვეყნებს.
სამი დაშავებული შატილიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს .
ავტოკატასტროფის შედეგად შატიის გზაზე 17 ადამიანი დაიღუპა. სამაშელო სამსახური შემტხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის