თბილისში, ძლიერი ხანძარი იყო – გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავების მაღაზიას ეკიდა.
ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ნიალა ჩხიკვაძე ავრცელებს და წერს:
“ეს ბიჭები ნამდვილად გმირები არიან!!!
ცეცხლმოკიდებულ მანქანებთან შედიან!
#პოლიციელი გმირია!
#მეხანძრე გმირია!
არც მოვალეობა და არც ვალდებულება…
ეს ადამიანობაა!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Gio Chkhikvadze შენ ჩემი პირადი გმირი ხარ!”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
