Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს” – La Repubblica

January 3, 2023
“კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს” – La Repubblica

იტალიურმა გაზეთ La Repubblica-მ რეპორტაჟი მოამზადა „ნაპოლის“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე.

გაზეთის ჟურნალისტი, კოზიმო ჩიტო თბილისში უშუალოდ იმ ხალხს ესაუბრა, ვინც ქართველი ფეხბურთელის ზრდას აკვირდებოდა.

“ქვეყანაში, რომელმაც 10 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში, კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს. ვიღაცამ მის გოლებსა და დრიბლინგს მუსიკა დაადო. ვალსი, მსუბუქი სუნთქვა, რომლითაც სანთელსაც ვერ ჩააქრობ, იმდენად ფაქიზია. თუმცა, ასევე ქარი, კვარას ქარი, რომელიც შორეული ვულკანის ფორმის სტადიონის თავზე უბერავს“, – წერს სტატიის ავტორი.

იტალიელი ჟურნალისტი ასევე გაესაუბრა თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას.

“ახლა მას [ხვიჩა კვარაცხელიას] ყველა იცნობს. კვარა “დინამოს” აკადემიაში 2012 წელს, მისი დაარსების წელს მოვიდა: აკადემიის გახსნას კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო. იმ დროს ხვიჩა “ავაზაში” ვარჯიშობდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. მისი [ხვიჩას] პროგრესი 2016 წელს დაიწყო, როდესაც გვინდოდა, რომ აკადემიაში მოსულიყო და აქ ეცხოვრა. ეს იყო გამონაკლისი, რადგან აკადემიის საცხოვრებელში მხოლოდ ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან. თუმცა, შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა. კვარა შესანიშნავი იყო დრიბლინგში, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად. ეს ჩვენი აკადემიის დამსახურებაა: კარგი ვარჯიში, კარგი კვება, კარგი გარემო. 16 წლის ასაკში მან პირველი გოლი გაიტანა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ თამაშში. როგორც წესი, ფსიქოლოგიური ნახტომთან გვაქვს საქმე, როდესაც ისეთ დიდ გუნდში იწყებ თამაშს, როგორიც „დინამოა“. როდესაც ბავშვი ამ [ფსიქოლოგიურ] ბარიერს გადალახავს, ​​თავისუფლად შეუძლია თამაში. მსურს ნეაპოლში გამგზავრება და [ნაპოლის] პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეხვედრა. მათთან პარტნიორობის დამყარება მსურს. სერია A-ში ჩვენი აკადემიის მიერ აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელია – ლოჩოშვილი. ჩვენ ის გავზარდეთ, ახლა კი „კრემონეზეშია“. ჩვენ ვიცით როგორ მოვეპყროთ ტალანტებს. აღტაცებულნი ვართ“, – აღნიშნა რომან ფიფიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge