სააგენტო „მეტრონომი“ ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.
ბ-ნ რომანმა „მეტრონომს“ უთხრა, რომ ახალ წელს ტრადიციულად სახლში, ოჯახთან ერთად ხვდება.
როგორც აღმოჩნდა, მას საახალწლო სუფრიდან გამორჩეული, საყვარელი კერძი არ აქვს.
რაც შეეხება სადღეგრძელოს, რომელსაც საახალწლო სურასთან არასდროს იტყვის, ამასთან დაკავშირებით გოცირიძემ გვითხრა, რომ ასეთი არ ახსენდება.
მას ასევე ვკითხეთ, „ქართული ოცნების“ რომელ წევრს მიიწვევდა საახალწლო სუფრასთან, რაზეც მან გვიპასუხა, რომ კონკრეტულად არ დაასახელებს არც ერთს, თუმცა სუფრაზე ქართველებმა პოლიტიკა არ ვიცით და ამიტომ სუფრასთან ერთმანეთის გვერდით, შესაძლოა, სხვადასხვა ორინტაციის პოლიტიკოსები მოხვდნენ, რაშიც ის დიდ პრობლემას ვერ ხედავს.
რაც შეეხება სურვილს, რომელიც ახალი წლის ღამეს შეიძლება ადამიანმა ჩაიფიქროს, რომან გოცირიძის აზრით, ასეთი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა 2023 წლისათვის თუკი შეიძლება რამე სპეციფიკური ითქვას, ის უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ჩაიფიქრებდა.
