ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე “მეტრონომთან” საუბრისას იმ რიტუალებს აღწერს, რომელსაც ახალი წლის ღამეს ასრულებს, რათა მთელი წელი ფინანსურად გამართული იყოს.
“მე მაქვს ჩემი უცნაური ტრადიცია ახალ წელს მთელი წლის განმავლობაში მორთული მაქვს სახლი საახალწლოდ, ამიტომ საახალწლოდ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივირთმევ მხოლოდ მზესუმზირას.
ალბათ აღზრდის ბრალია თუ ჩემი გამოგონილია, არ ვიცი, ყოველი დღე ჩემთვის არის ახალი წელი. ამიტომ საერთოდ დღესასწაულია ყოველი დილა.
მარტო მიყვარს ახალი წლის გატარება, ვზივარ და ვუყურებ ტელევიზიის სხვადასხვა არხებს.
მე მაქვს ჩემი გამოგონილი რიტუალები.
ფინანსების მოსაზიდი რიტუალი:
მაგიდაზე მიდევს ბევრი სანთელი და ეს სანთლები ანთია. მიდგას ერთი ჭიქა წყალი, ბროლის ჭიქით. ამ წყალში ჩანს სანთლების ანარეკლი და დილით სადღაც 6 საათზე ვსვამ ამ წყალს და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი წელი გაბრწყინებული და ბედნიერი მექნება”.