ბრაზილიაში ფეხბურთის ლეგენდის, პელეს გარდაცვალების შემდეგ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ლეგენდარული თავდამსხმელი 82 წლის ასაკში კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ორშაბათს პელეს მშობლიური ქალაქის კლუბის, სანტოსის სტადიონზე, სადაც მან თამაში თინეიჯერობისას დაიწყო, გარდაცვლილის საპატივცემულოდ 24-საათიანი ღამისთევის ცერემონია გაიმართება. მომდევნო დღეს ჩატარდება აღლუმი და ფეხბურთის ლეგენდის კუბოს იმ უბანში გადაასვენებენ, სადაც მისი 100 წლის დედა ცხოვრობს. პელეს იქვე დაკრძალავენ.
„ფეხბურთის მეფემ“ კარიერა ბრაზილიურ „სანტოსში“ დაიწყო, სადაც 605 მატჩში 589 გოლი გაიტანა.
ბრაზილიის ნაკრების მაისურით, პელე 92 ჩატარებულ თამაშში 77 გოლის ავტორია.