ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და გზიდან გადავარდა.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
წყარო: “ინფო რუსთავი”