“ვივა მედის” ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკოსების მიმართ აგრესიული არ არის და კონფლიქტში არ შედის.
“ჩვენთან კონფლიქტში არ შემოდის არანაირად. პირიქით” – ამბობს ექიმი.
თამარ აბაშიძემ იგივე გაუმეორა ბრალდების მხარესაც, და თქვა, რომ ერთადერთი ინცინდენტის გარდა, მას სააკაშვილის მხრიდან რაიმე სახის კონფლიქტზე არ სმენია.