Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიყვარულისა და სიმდიდრის მოსახვეჭად! – რომელი ქვა უნდა ვატაროთ დაბადების თვის მიხედვით

December 29, 2022
სიყვარულისა და სიმდიდრის მოსახვეჭად! – რომელი ქვა უნდა ვატაროთ დაბადების თვის მიხედვით

იან­ვა­რი

თუ იან­ვარ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს წარ­მა­ტე­ბის, სიმ­დიდ­რი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ზიდ­ვა სურთ, ლალი და ზურ­მუხ­ტი უნდა ატა­რონ. ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, შე­ი­ძი­ნეთ ან და­ამ­ზა­დე­ბი­ნეთ ამ ძვირ­ფა­სი ქვე­ბის სა­ყუ­რე. ლალი და ზურ­მუხ­ტი ერ­თად არ გა­ი­კე­თოთ, ეს შე­ამ­ცი­რებს მათ ეფექ­ტუ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბათ მა­მა­კა­ცებს, სა­სურ­ვე­ლია ჰალ­სტუხზე და­ი­მაგ­რონ ბრო­ში – ზო­მას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

თე­ბერ­ვა­ლი

თე­ბერ­ვალ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლია ამეთ­ვის­ტო და იას­პი . თუ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ეტა­პი გა­ი­წე­ლა ან პი­რი­ქით, გსურთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გას­ტა­ნოს იმ ბედ­ნი­ე­რე­ბამ ახ­ლა­ხან რომ და­გა­ტყდათ თავ­ზე, შე­ი­ძი­ნეთ ამეთ­ვის­ტოს ან იას­პის ყელ­სა­ბა­მი. ასე­ვე, გირ­ჩევთ სახ­ლში იქო­ნი­ოთ ამ ქვე­ბით მო­ჭე­დი­ლი სუ­ვე­ნი­რი.

მარ­ტი

მარ­ტში და­ბა­დე­ბუ­ლებს სამ­კა­უ­ლე­ბის ზარ­დახ­შა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეგუ­ლე­ბო­დეთ ნეფ­რი­ტი და აქ­ვა­მა­რი­ნი . თუ სუ­ლი­ე­რად გი­ჭირთ, ყო­ველ­დღე ატა­რეთ აქ­ვა­მა­რი­ნი, ხოლო თუ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი გაქვთ, ნეფ­რი­ტი გა­ი­ხა­დეთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მეგ­ზუ­რად. თუ სამ­სა­ხუ­რიც გაქვთ, კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლიც და ში­ნა­გა­ნი ბა­ლან­სიც, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­ში არ გი­მარ­თლებთ, გა­ი­კე­თეთ აქ­ვა­მა­რი­ნი მხო­ლოდ სამ­შა­ბა­თო­ბით და ხუთ­შა­ბა­თო­ბით. მათ, ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ, ვურ­ჩევთ, ნეფ­რი­ტი გა­მო­ი­ყე­ნონ შა­ბა­თო­ბით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­იხ­სნათ სამ­კა­უ­ლი.

აპ­რი­ლი

აპ­რი­ლის თვე­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბა, სიმ­დიდ­რე და ბედ­ნი­ე­რე­ბა ბრი­ლი­ანტს მო­აქვს. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოპა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ითა­მა­შოს მათ ცხოვ­რე­ბა­ში. იმის­თვის რომ შე­გიმ­ცირ­დეთ სა­ნერ­ვი­უ­ლო და სა­დარ­დე­ბე­ლი, სას­წრა­ფოდ გჭირ­დე­ბათ ბრი­ლი­ან­ტის სა­მა­ჯუ­რი ან ოპა­ლის ბე­ჭე­დი. თუ ორი­ვეს იყი­დით, შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად იყოთ, ნელ-ნელა ფორ­ტუ­ნა თქვენ­კენ მობ­რუნ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ თუ იოც­ნე­ბებ­დით.

მა­ი­სი

თუ მა­ის­ში და­ი­ბა­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონდთ სა­ფი­რო­ნი და აქა­ტი . სა­სურ­ვე­ლია, აქა­ტის ყელ­სა­ბა­მი შე­ი­ძი­ნოთ ან ამ ქვით გა­წყო­ბი­ლი ე.წ. ბრე­ლო­კი ჩან­თი­სა თუ გა­სა­ღებ­თა აც­მის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფი­რონს, ის თა­ვის ძა­ლას სა­უ­კე­თე­სოდ ავ­ლენს მა­შინ, როცა ყელ­სა­ბა­მად მო­ირ­გე­ბენ ხოლ­მე.

ივ­ნი­სი

ივ­ნის­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს შინ ალექ­სან­დრი­ტით მო­ჭე­დი­ლი ჩარ­ჩო ან სარ­კე უნდა ჰქონ­დეთ. ამ სარ­კე­ში არას­დროს ჩა­ი­ხე­დოთ მო­ღუ­შუ­ლი სა­ხით! ჩარ­ჩო­ში კი ჩას­ვით ფოტო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბედ­ნი­ერ ან წარ­მა­ტე­ბულ დღეს გა­და­ი­ღეთ. გარ­და ამი­სა, ივ­ნის­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა ხში­რად უნდა ატა­რონ მთვა­რის ქვა , რო­მე­ლიც თმის სა­მაგრზე იქ­ნე­ბა და­მაგ­რე­ბუ­ლი ან სა­მოს­ზე.

ივ­ლი­სი

ივ­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეთ ლა­ლით მო­ჭე­დი­ლი დანა-ჩან­გა­ლი ან ლარ­ნა­კი, რო­მელ­შიც მხო­ლოდ თეთრ და წი­თელ ყვა­ვი­ლებს ჩა­ა­წყო­ბენ. ასე­ვე, კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც უნდა გა­ი­კე­თონ ქა­მა­რი, რო­მელ­შიც ლა­ლის­გან ერ­თა­დერ­თი ელე­მენ­ტი მა­ინც იქ­ნე­ბა ნა­კე­თი.

აგ­ვის­ტო

სარ­დო­ნის იგი­ვე სერ­დო­ლიკს აგ­ვის­ტო­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის მო­აქვს დოვ­ლა­თი და აღი­ა­რე­ბა. უზ­რუნ­ველ­ყოფს თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბა­საც. შე­ი­ძი­ნეთ სერ­დო­ლი­კის სა­მა­ჯუ­რი. თუ ხში­რად გი­წევთ სა­ბუ­თებ­თან ან ფურ­ცლებ­თან მუ­შა­ო­ბა, სა­სურ­ვე­ლია, და­ამ­ზა­დე­ბი­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ლა­მი სარ­დო­ნით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ხელს მო­ა­წერთ, სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­გიყ­ვანთ.

სექ­ტემ­ბე­რი

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რა ფორ­მით ატა­რებთ მარ­ჯანს, მთა­ვა­რია, რომ ჩან­თა­ში ყო­ველ­თვის გე­დოთ ან ოფი­სის მა­გი­და­ზე გა­ნა­თავ­სოთ. სექ­ტემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის მარ­ჯა­ნი გიშ­რის როლს თა­მა­შობს, არა­ვის აძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ გაგ­თვა­ლოთ, თქვენ­გან გა­ნაგ­დებს უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას და იზი­დავს და­დე­ბითს.

ოქ­ტომ­ბე­რი

ტურ­მა­ლი­ნი ან ვარ­დის­ფე­რი კვარ­ცი ოქ­ტომ­ბრის თვე­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ისე სჭირ­დე­ბათ, რო­გორც ყვა­ვილს მზის სხი­ვი. ტურ­მა­ლი­ნი მო­ვარ­დის­ფრო – მო­ი­ის­ფრო ფე­რი­საა, მას სხვაგ­ვა­რად სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვნე­ბის ქვა­საც უწო­დე­ბენ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იპო­ვით ჭი­ქებს ან თეფ­შებს, რო­მე­ლიც სწო­რედ ტურ­მა­ლი­ნით იქ­ნე­ბა გა­წყო­ბი­ლი. ამ ჭურ­ჭლით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს უმას­პინ­ძლეთ და ურ­თი­ერ­თო­ბა და­გი­ლაგ­დე­ბათ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სახ­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში გა­უ­რევთ ვარ­დის­ფე­რი კვარ­ცის­გან ნა­კეთ ნივ­თებს. ეს ქვა თქვე­ნი ოჯა­ხის­კენ მო­ი­ზი­დავს სიმ­დიდ­რეს.

ნო­ემ­ბე­რი

ნო­ემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბულ­თა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი მარ­გა­ლი­ტია. კარ­გად გა­მო­იკ­ვლი­ეთ მარ­გა­ლი­ტის ის­ტო­რია, სა­ნამ მის ტა­რე­ბას და­ი­წყებთ. თუ მარ­გა­ლი­ტი უბე­დურ ან სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კილ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნო­და, მისი ეფექ­ტი უკუღ­მა დატ­რი­ალ­დე­ბა – მო­გე­მა­ტე­ბათ სა­ნერ­ვი­უ­ლო, გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბი, შე­საძ­ლოა შე­გერ­ყათ ჯან­მრთე­ლო­ბა – მათ შო­რის ფსი­ქი­კა. მარ­გა­ლი­ტის სწო­რად შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ის ბედ­ნი­ე­რე­ბით აავ­სებს თქვენს ცხოვ­რე­ბას, გა­და­გიჭ­რით ფი­ნან­სურ კრი­ზისს და თქვენ­კენ მო­ი­ზი­დავს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

დე­კემ­ბე­რი

თუ თქვენ დე­კემ­ბერ­ში და­ი­ბა­დეთ და ამ ბოლო დროს არ გი­მარ­თლებთ, ქვე­ბის დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ. შე­ი­ძი­ნეთ ტო­პა­ზი, ცირ­კო­ნი და ონიქ­სი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ტო­პა­ზის სა­მა­ჯურს ან ცირ­კო­ნის ბე­ჭედს ატა­რებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ონიქსს… ონიქ­სით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მა­გი­და ან ბუ­ხა­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს თქვე­ნი ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე” – “ნიკორა სუპერმარკეტი”
  • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge