Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საცივის ახალი ვარიაცია – ეს საახალწლო სუფრაზე აუცილებლდ უნდა გქონდეთ

December 29, 2022
საცივის ახალი ვარიაცია – ეს საახალწლო სუფრაზე აუცილებლდ უნდა გქონდეთ

საცივი ქართული სუფრის მშვენებაა, საახალწლო სუფრა ხომ უსაცივოდ ძნელი წარმოსადგენია. საქართველოში საცივს თითქმის ყველგან, აღმოსავლეთში, დასავლეთში თუ სამხრეთში თავისებური ლაზათით ამზადებენ და ის ყველგან გემრიელია.

ინგრედიენტები:
საშუალო ზომის ინდაური ;

4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი;

1 კგ ნიგოზი;

უცხო სუნელი;

ხმელი ქინძი,

ზაფრანა;

8-9 კბილი ნიორი;

2 კვერცხის გული ;

1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი;

დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით.

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ინდაური მოვხარშოთ (სასურველია დედალი ერთ, ერთნახევარი წლის ასაკის. მამალ ინდაურს ხორცი მეტი, მაგრამ უხეში აქვს);

ხარშვის პროცესში ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ;

მერე შიგნიდან და გარედან ბლომად მარილი მოვაყაროთ;

ნაჭრებად დავჭრათ;

ტაფაზე დავაწყოთ;

სულ ცოტა საკუთარივე ნახარში მოვასხათ და ჰაერღუმელში გემრიელად დავბრაწოთ.

ინდაურის ნახარში ბულიონი შევაგრილოთ და თავზე ცხიმის აპკს რომ გაიკეთებს მოვხადოთ და ტაფაზე დავასხათ და ამ ცხიმში მოვთუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი 4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი.

1 კგ ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ჭიქანახევარი უცხო სუნელის, ხმელი ქინძისა და ზაფრანას ნარევი, 8-9 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით (მე არ მიყვარს, მაგრამ ზოგი ერთ მწიკვ დაფქულ მიხაკსა და 1 ჩ/კ დარიჩინსაც უმატებს).

ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ მოთუშული ხახვი და გავხსნათ ბულიონის ერთ მესამედში. სქელი ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს.

მერე დანარჩენი ბულიონიც დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნიგვზის მოხარშვამდე.

ნიგოზი რომ ჩაიხარშება, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ საცივში, თან სწრაფად მოვურიოთ.

ცეცხლიდან გადმოვდგათ.

საცივი თითქმის მზადაა.

დიდ ქვაბში ჩავალაგოთ დაბრაწული ინდაურის ხორცი და დავასხათ წვენი.

საცივს რაც მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge