კასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევანი ჯიქური სოციალურ ქსელში, წერს:
“მოსემ 40 დღე იმარხულა და ქვაზე ამოტვიფრული ღვთის მცნებები მიიღო.
ჩვენ ორმოცს ვმარხულობთ, რომ შობას თავად უფალი მივიღოთ.
პირველი იანვარი კი ამ დიდი დღეს, ერთი კვირით უსწრებს წინ.
ამიტომ თავშეკავება გვმართებს.
და ვაი ჩვენ ქრისტიანობას, 7 დღე თუ ვერ გადაგვიდვია ინდაურის გადაყლაპვა და კალენდრის შესახებ რომ ამდენ ნაშრომებს ვწერთ.
ჩვენ სამრევლო ტაძარში პარაკლისით ვხვდებით ხოლმე და იქვე ვამზადებთ სუფრას.
