Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიდი განხეთქილება რუსულ არმიაში – კადიროვი და პრიგოჟინი შოიგუს დაუპირისპირდნენ

December 28, 2022
დიდი განხეთქილება რუსულ არმიაში – კადიროვი და პრიგოჟინი შოიგუს დაუპირისპირდნენ

უკრაინაში დაწყებულმა ომმა რუსეთის არმიის ბევრი სერიოზული შიდა პრობლემა წინ წამოსწია (მათი ნიშნები ჯერ კიდევ აგვისტოს ომში გამოჩნდა, მაგრამ ბევრად სუსტ ქართულ არმიასთან რამდენიმე დღეში მოგებული ომის ფონზე, კრემლმა დაიჯერა მისი შეიარაღებული ძალების უძლეველობა), რამაც ერთგვარი განხეთქილება შეიტანა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთიანობაში. დღეს ასეთი სურათია – რუსეთის საოკუპაციო ძალების სახით უკრაინაში, ფაქტობრივად, სამი არმია იბრძვის, მათგან ერთი – ძირითადი, სახელმწიფო დაქვემდებარების შეიარაღებული ძალების სახით, მეორე – რამზან კადიროვის პირადი “ახმატის არმია” და კიდევ პრიგოჟინის “ვაგნერის” არმია.

საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ პრიგოჟინის “ვაგნერის” ჯარისკაცები აღარ ერიდებიან ინტერნეტსივრცეში განათავსონ ფრონტის ხაზზე გადაღებული ვიდეოები, რომლებშიც ბოლო, უშვერი სიტყვებით აგინებენ რუსეთის გენშტაბის უფროსს – გენერალ გერასიმოვს…

გასაგებია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება და ამ უბრალო ჯარისკაცებს ამისთვის კარტ-ბლანში ბევრად მაღალი წრეებიდან აქვთ მიცემული, რადგან აქამდეც, იგივე პრიგოჟინი და კადიროვი მწვავედ აკრიტიკებდნენ (ოღონდ გინების გარეშე) რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი – გენშტაბის უფროსს, გერასიმოვს და მისი გუნდის გენერლებს.

კადიროვსა და მითუმეტეს – პრიგოჟინს რამე სახის ოფიციალური სამხედრო განათლება არ გააჩნიათ და რამდენიმე სამხედრო აკადემიადამთავრებული რუსი გენერლების მწვავე კრიტიკა მათი მხრიდან აბსურდად მოჩანს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პრიგოჟინის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მოიერიშე ჯგუფების აქტიური მოქმედება, იმავე ბახმუტთან, უკრაინის რეგულარული არმიის დანაყოფებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების სწორხაზოვანი შეტევების ტაქტიკისგან განსხვავებით, “ვაგნერის” მოიერიშე მცირერიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებიდან შეტევების ტაქტიკას ირჩევენ, რაც უფრო გამართლებულია ქუჩის ბრძოლებში, ახლო დისტანციებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პუტინის “პირად მზარეულადაა” ცნობილი, მან შეძლო, შეექმნა კერძო “არმია”, რომელშიც ბევრად მეტი ანაზღაურების (ვიდრე რუსეთის არმიაში კადრის ოფიცერს აქვს) სანაცვლოდ, მიიწვია თადარიგში გასული პროფესიონალი სამხედროები და მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა.

კადიროვის “ახმატის არმია” უფრო “ტიკ-ტოკის” მეომრების სახელთან არის ასოცირებული, თუმცა ისინი საუცხოოდ არიან შეიარაღებულები, ეკიპირებულები და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

რუსეთის 1,9 მლნ-იან (თუმცა აქედან სამხედრო მოსამსახურე მხოლოდ ერთი მლნ-ი იყო) რეგულარულ შეიარაღებულ ძალებთან შედარებით, რიცხობრივად პრიგოჟინის 50-ათასიანი და კადიროვის 20-ათასიანი (ეს რიცხვები მიახლოებითია) “კერძო არმიები” შეიძლება არაშთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათ მებრძოლებს მოქმედების მეტი თავისუფლება აქვთ მინიჭებული, იქიდან გამომდინარე, თუ რა ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან თავად პრიგოჟინი და კადიროვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან…

თავად პუტინის უსიტყვო დასტურის გარეშე ვერც პრიგოჟინი და ვერც კადიროვი ვერ გაბედავდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის – შოიგუსა და გენშტაბის უფროსის – გერასიმოვის სახალხოდ კრიტიკას, არადა, გასაკრიტიკებელი რუსეთის გენშტაბს მართლაც ძალიან ბევრი რამ აქვს, ამ ათთვიანი ომის ანალიზიდან გამომდინარე.

უკრაინის ფრონტზე რუსი ოკუპანტების მომავალი წარუმატებლობის შემთხვევაში, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელიცაა, კიდევ უფრო გაძლიერდება პრიგოჟინ-კადიროვის დუეტის დაპირისპირება შოიგუ-გერასიმოვის წყვილთან, რაც ამ უკანასკნელების მიერ (გერასიმოვის, უპირველეს ყოვლისა) მაღალი თანამდებობების დატოვებით შეიძლება დამთავრდეს.

ასეთ შემთხვევაში, პუტინის ადმინისტრაცია ეცდება, რუსეთის არმიის წარუმატებლობა უკრაინაში, სწორედ გენშტაბის მოხსნილ უფროსს გადააბრალოს და თავიდან აირიდოს ის უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც თავად პუტინსა და მისმა გუნდს აკისრია, უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების გადაწყვეტილების მიღების სახით.

მაგრამ პრიგოჟინისა და კადიროვის ბევრად უფრო მომძლავრებული “კერძო არმიები” განა თავად პუტინის რეჟიმისთვისაც არ შექმნიან უდიდეს საფრთხეს, თუკი უკრაინაში ომწაგებულ რუსეთში “ფედერაციების ომი” ანუ სამოქალაქო ომი გაჩაღდება?

ამ შესაძლო კრიტიკული სიტუაციისთვის პუტინს შემონახული ჰყავს “მეოთხე არმია” – 430-ათასკაციანი “როსგვარდია”, რომელსაც სათავეში პუტინის ყოფილი პირადი მცველი და უკვე არმიის გენერლის წოდების მქონე ზოლოტოვი უდგას.

“როსგვარდიამ”, წესით, პუტინის რეჟიმი უნდა შეინარჩუნოს, რუსეთში სამოქალაქო მღელვარების დაწყების შემთხვევაში, მიტინგების დაშლისა და სამოქალაქო პროტესტების ჩახშობით…

თუმცა აქ ჩნდება ერთი, ძალზე სერიოზული ნიუანსი – უკრაინის ფრონტზე მებრძოლ რუს ოფიცერთა დიდ ნაწილში ნელ-ნელა იკვეთება საპროტესო განწყობა – რისთვის გვხოცავენ უკრაინის მიწაზე ასე უაზროდ, პუტინს ხომ არ ჰგონია, რომ მისი “როსგვარდია” დაიცავს, თუკი ფრონტგამოვლილები, კრემლის კედელს მივადგებით და პასუხს მოვთხოვთო…

ეს უკვე დეჟავიუა – ერთხელ ამგვარი უკვე მოხდა, ერთი საუკუნის წინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტის ხაზიდან გამოქცეულმა და ბოლშევიკების მიერ გონებაარეულმა რუსმა ჯარისკაცებმა და მატროსებმა რუსეთის მეფის რეჟიმი და მთლიანად რუსეთის იმპერია დაამხეს…

ახლაც არსებობს იმის ძალიან დიდი შანსი, რომ უკრაინაში ომის სამარცხვინოდ წაგების შემთხვევაში, რუსეთში დაბრუნებულმა ასი ათასობით ფრონტაგამოვლილმა სამხედრომ პასუხი სწორედ პირადად პუტინს მოკითხოს მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე…

ასეთ დროს კი პრიგოჟინისა და კადიროვის “კერძო არმიები” რას გააკეთებენ – პუტინის რეჟიმს დაიცავენ თუ საკუთარი ლიდერების მომძლავრებული პოლიტიკური ამბიციების აღსრულებას ეცდებიან, ცეცხლითა და მახვილით?

რუსეთის ფედერაციის შესაძლო დაშლის პროცესი კიდევ უფრო სისხლისმღვრელი გახდება, ვიდრე ეს საბჭოთა იმპერიის ჩამოშლისას მოხდა, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში და თანაც, არა მარტო თავად დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე…

ვინ გამორიცხავს, რომ კადიროვის “ახმატის არმიამ” “ლეკიანობის” გახსენება არ მოინდომოს საქართველოსთან მიმართებაში? – ვერავინ…

შესაბამისად, საქართველო უნდა ემზადებოდეს სიტუაციის ამ მიმართულებით განვითარებისკენაც – პოლიტიკური ხერხებით ბოლომდე ეცადოს შეიარაღებული კონფლიქტების დაწყების თავიდან არიდებას, მაგრამ, გარდაუვალ შემთხვევაში, შეეძლოს თავისი საზღვრისპირა სოფლებისა და ქალაქების დაცვა თანამედროვე “ლეკიანობისგან”…

წყარო: ირაკლი ალადაშვილის ბლოგი; kvirispalitra.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
  • როდიდან გაიცემა ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge