ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარების წინა დღეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შენიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. ბარ Bauhaus-ის გაუჩინარებულ და გარდაცვლილ თანამშრომლის შესახებ წერს, რომ მათ 14 აგვისტოს, საღამოს შეხვდა.
„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით – ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო. ჩვენ მანქანიდან ვუთხარით, მე და ჩემმა დაქალმა, რომ ბარათზე გვაქვს თანხა, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით.
ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს იყო გუშინ (14აგვისტო) საღამოს, 19:00 საათისკენ სადღაც…
ანუ 14 აგვისტოს, თან ჩემს დაქალს ისიც ვუთხარი – რა საყვარლები არიან, თან ასე რომ აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი.
არ მჯერა, სადმე იქნებიან, ალბათ.
მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ ნამდვილად და გოგონას ხელში დიდი პლაკატი ეჭირა” – წერს მომხმარებელი.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, დაახლოებით, 05:00 საათზე ბარ Bauhaus-ის ორი თანამშრომელი – ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე სამუშაო ადგილიდან რამდენიმე წუთით, გარეთ გავიდნენ.
გაუჩინარების გამო, ბარის სხვა თანამშრომლებმა და დაკარგულების ახლობლებმა ძებნა დაიწყეს. თუმცა 17 აგვისტოს, მაშველებმა მათი ცხედრები მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს.