გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. 23 წლის ახალგაზრდა ქა;ოს ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, რომელიც საგამოძიებო ქმედებებს კარკვეულ ზედამხედველობას უწევდა აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუთერთან დაკავშირებული ტექნიკური მოწყობილობები.
სავარაუდოდ ამოღებულ ნივთებს შორის ერთ-ერთი როუტერია, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის ინტერნეთთან კავშირს უზრუნველყოფს და შესაძლოა, რომ ეს როუტერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ამით შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა თამარ ბაცალიაშილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.
ამასთან, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაბარებულია გარდაცვლილი პროგრამისტის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
“დაიკითხა ქალბატონი თეონა ,როუტერი წაიღეს, გარდა ამისა დღეს 5-საათზე დაბარებულია შსს-ში ბატონი ჯუმბერი, იმიტომ რომ აქ გაქრკვეული ფაქტები დაფიქსირდა და ვინ არიან ის პირები, რომლებიც ავტომობილებით შემოდიან და მოსახლეობაზე გარკვეულ ზეწოლას ახდენენ” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.