გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის იუბილესთან დაკაშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ღმერთთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია!
რით ვერ გაიგეს ამ ჭიაღუებმა, რომ ვეღარ დაგვაკომპლექსებენ. ვინც სუსტი იყო, დაჯაბნა უკვე ფსიქოლოგიურმა ტერორმა, თუ საკუთარმა ბოღმამ და გაბოროტდნენ. მათ ყველაზე კარგად იციან საკუთარი სისუსტეც და მარაქაში გარევის მიუხედავად, სიქაჯეც, რომელიც არ იკურნება და ამიტომ ყველაზე მეტად სძულთ ის, ვინც მათ არ ჰგავს. ჰოდა, გავა დრო და როგორც დღეს ბოლშევიკების ნაშიერებს რცხვენიათ თავიანთი წინაპრების, ისე შერცხვებათ ამათ შთამომავლებსაც. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ და ამაზე სხვა დროს…
დიახ! მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მისი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ და გეძვირფასებათ ეს თარიღი. ასევე გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს იმ ქრისტიანებს, ვინც დღევანდელ დღეს გულწრფელად ზეიმობთ და არა ქაჯებს, რომლებსაც 25 დეკემბერი უფრო ესვეტებათ, ვიდრე 7 იანვარი. ნუ, ამათზე ძალიან მეცინება და აღნიშვნის ღირსად მხოლოდ იმიტომ ვთვლი, რომ ცოტა მომრავლდნენ.
მიყვარხართ გულწრფელები და ნაღდები – სუფთები თუ ჩემნაირი ცოდვილები, ვისაც ქრისტე-ღმერთი სულ გვიტოვებს შანსს მას დავემსგავსოთ, გულწრფელი სინანულით ტანჯული სული გავითავისუფლოთ. ურწმუნონიც მიყვარხართ, ვისაც ოჯახში სხვისი რწმენის პატივისცემა გასწავლეს.
მოკლედ, რა გაჭირვებულ დღეშიც ვართ, მოლოცვაც ისეთი გამომივიდა. ბედნიერი დღე გქონდეთ ყველას!“ – წერს რუსუდან შარაძე.