სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელშიც უკრაინაში იმყოფება სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვიტა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინის ქალაქები მოიაროს და ბავშვები ტკბილეულით გაახაროს.
“საახალწლოდ ჩავდივარ ხარკოვი/იზიუმი/ხერსონი/ბახმუტში. გზად ასობით განადგურებული სოფელი უნდა გავიარო
გადავწყვიტე ტკბილეული ვიყიდო და გზად გამოფენილ (დგანან გზებზე და გამვლელ მანქანებს ხელს უქნებენ) ბავშვებს წამით გავუნათო თვალები
ვივლი მანქანით, რომელსაც დიდი ქართული დროშა ახატია და ჩვენი ქვეყნის სახელით დავარიგებ ყველაფერს
იქნებ თქვენც გინდათ თითო შოკოლადის ყიდვა? ერთად ხომ არ ვქნათ?”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.
