ციანიდის საქემზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მიმართავს. მისი თქმით, მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ ნდობას არ იმსახურებს.
მამალაძე გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებს აფრთხილებს, რომ შოთაძე, ხელისუფლების ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გთავაზობთ, მამალაძის “ფეისბუქპოსტს:”
„ახლა მოვისმინე, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ნდობას უცხადებენ მთავარ პროკურორს. არ ვიცი რით გამოიწვია ნდობა ამ ყოვლად-ბოროტმა და ნამუსგარეცხილმა ადამიანმა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან მინდა ჭირისუფალ ოჯახს ვუთხრა, რომ შოთაძემ ჩემი ძმის დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე გაყალბების და შეკერვის უბადლო ოსტატობა აჩვენა. ეს კაცი სწორედ მნიშვნელოვანი საქმეების კვალის აბნევისთვის და ფალსიფიცირებისთვის ყავთ დასმული მაგ თანამდებობაზე. რაც შეეხება ამ მოკლული გოგოს საქმეს, ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესი გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაა, ბუნებრივია, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან ჩარეული ამ ამბავში. ასე რომ, ზუსტად ვიცი, შოთაძე ზედმიწევნით შეასრულებს მათ დაკვეთას და ოჯახის ნდობა მორიგ გაწბილებად გადაიქცევა” – წერს თორნიკე მამალაძე.
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა, საქმის გამოძიებაში მთავრ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ნდობა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.