გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, 23 წლის აპროგრამისტის Gmail-ი გაიხსნა, თუმცა 13-დან 18 ივლისამდე პერიოდში ინფორმაცია წაშლილია. მისი თქმით, გარკვეულ მასალებზე წვდომა შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს. ამის შესახებ რამიშვილმა “ფორმულასთან“ განაცხადა.
„რაც კი მის ფოსტაში იყო დეტალურად გავეცანით, ვრცელი ინფორმცაიაა, თუმცა დღეს მხოლოდ ნაწილი განვიხილეთ… ფოსტაში ბევრი მიწერ-მოწერაა, მაგრამ უცნაურია ის ფაქტი, რომ 13-იდან 18 რიცხვამდე თამუნას მეილი არ მიუღია. არადა მეილები მას ყოველდღიურად მისდის დღემდე. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს კონკრეტული დღეები გაუჩინარებამდე ცარიელია და მეილები არ ფიქსიედება.
შესაძლებელია, ვიღაცას აქვს წვდომა ამ ყველაფერზე მაგრამ რანაირად დაზუსტებული არაა“- განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისათვის, 11 აგვისტოს ადვოკატი ოჟახის წევრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფოდა, ბაჩალიაშვილის მეილის შესასწავლად.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.