Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გამაფრთხილე, რომ არ გამოვჩენილიყავი…” – თამაზას ემიგრანტი დედა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

December 19, 2022
“გამაფრთხილე, რომ არ გამოვჩენილიყავი…” – თამაზას ემიგრანტი დედა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე თამაზას ემიგრაციაში მყოფი დედა თამო ყველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის შვილს მხარს საჯაროდ უჭერს.

„ჩემო თვალებხატულა, ოქროსთმიანო ბიჭო, შენი მოვლინებით გამიფერადე ეს ცხოვრება, ისე გაიზარდე, სიბოროტე არასდროს გაგიკეთებია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი ხარ და რამეს ვერ ვხედავ, მე შენი გულის ძახილი მესმის და ზუსტად ვიცი, რამხელა სიკეთით ძგერს, სანამ რამეს გაიფიქრებ, მე ვგრძნობ და უსიტყვოდ მესმის შენი.

ჩემი ოცნება შენი და შენი ძმის კეთილდღეობა და ბედნიერებაა, შვილო. შეცდომა თუ დაგიშვია, ისე გამოგისწორებია… მიხაროდა შენს აღზრდაში ჩადებული მარცვალი ნაყოფად რომ იქცა და რაც შეცდომა ყოფილა, მე მხოლოდ გირჩევდი როგორც მეგობარი და არასდროს ჩავრეულვარ მის გამოსწორებაში, ზუსტად ვიცოდი, რომ თავად გამოასწორებდი და გენდობი მუდამ…

ხუმრობა და იუმორი ბავშობიდან გიყვარს, გიყვარდა დაცვა სუსტის და უთანასწორობას არასდროს ეგუებოდი.
ბავშობიდან გიყვარს თუ რამე არ მოგწონს ამას აფიქსირებ, ხანაც ძალიან მწარედ, მაგრამ არ შეგიძლია მოთმენა თუ კი უსამართლობას ხედავ, პედაგოგები, მეზობლები, ახლობლები, ნაცნობები, შენი მეგობრები მუდამ მახარებდნენ შენი კარგი ქცევების შესახებ.

რამდენი რამ მინდა გავიხსენო და უბრალოდ ერთ კადრად ვაჩვენო საზოგადოებას შენი ეს წლები, დრომ და ცხოვრების ამ უსამართლო რეალობამ დაგვაშორა მანძილით, როცა პროექტში შედიოდი იმით გამიხარდა, რომ ხშირად გნახავდი ყველგან, შენს სიყვარულს ხალხისგან ეს მონატრების ტკივილი შემიმსუბუქებდა და ვოცნებობდი, რომ ამ ყველაფრით შენ ყოფილიყავი ღიმილიანი, ვერ გაგიგეს დედა, ვერ მიგიხვდნენ სიკეთეს და ზოგიერთი ჯგუფებიდან მიიღე ნეგატივი, ბულინგი და შეურაცხყოფა, რომელსაც არ იმსახურებ, განა იმიტომ, რომ ჩემი შვილი ხარ?! იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მე გიცნობ და უსამართლოდ მიმაჩნია ყველა ეს ცუდი შენზე, მაგრამ ისეთი გახარებული ვარ, ამ ნეგატივზე მეტი დადებითია, ისე მავსებს და მაბედნიერებს შენდამი სიყვარული, მადლობას ვუხდი ყველას.

გამაფრთხილე, რომ არ გამოვჩენილიყავი, ისევ იმიტომ, რომ ვიცი მე დაგეცავი, მაგრამ მე შენით ვხარობ და შენ არცერთ წუთს არ მინდა იგრძნო უჩემობა, მე შენთან ვარ მთელი გულით, მე მჯერა შენი და ზუსტად ვიცი, საზოგადოება მიხვდება შენს ადამიანობას და პოზიტივს. ყველაფერში მხარს გიჭერ და არასდროს შემრცხვება შენი, ამ პროექტში იქნები თუ არა, სადაც უნდა იყო, მე ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენი დედობით. მიყვარხარ უსაზღვროდ და უპირობოდ, ენატრები შენს ემგრანტ დედას.“ – წერს თამო ყველაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გუდვილი: შესაძლებელია მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
  • როგორია “დეილი ჯგუფის” ინიციატივა ფასების შესამცირებლად?
  • ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – პროკურორი პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა “ხარებას” გამოკითხვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge