კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 დეკემბერს 00:00 საათიდან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: სოფელ დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის, ხატაეთის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00 საათიდან 15:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში,
12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, წეროვანი, ნატახტარი, მისაქციელი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში;
12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახატანი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, იორი, ჩიხაანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.