მომღერალი გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლებს მიმართავს და შვილების ჯანმრთელობის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
“ნენე კლინიკიდან გამოწერეს.
ჩემთვის ახალი წელი დღეს დადგა, რადგან ისევ ბედნიერი ვარ.
რასაც ახალ ვირუსზე ამბობენ, ყველაფერი სიმართლეა. ნენეს მდგომარეობა ისე დამძიმდა, ორი დღე გადაბმულად ეძინა და ვერც ვაღვიძებდით. ტემპერატურა 41-ს სცდებოდა. პირველად მოხვდა კლინიკაში და ეს ხუთ დღიანი სტრესი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული.
Salome Lemonjava ნენეს ძალიან გაუმართლა, რომ მისი დედა ხარ. გარდა იმისა რომ ხარ მზრუნველი, ხარ ჭკვიანი დედაც და მადლობა.
გაუფრთხილდით თქვენს პატარებს. კლინიკები შევსებულია ბავშვებით, რომლებიც იბრძვიან კარგად გახდომისთვის.
რადგან ახალი წელი ჩემთვის დღეს დადგა, გილოცავთ და ჯანმრთელობას გისურვებთ” – წერს გიორგი ცხადაძე
