ქუთაისში კლინიკა ბომონდში მშობიარე ქალი შეიყვანეს, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ექიმისთვის არ მიუმართავს. როგორც ცნობილია ქალმა სახლში იმშობიარა.
”კლინიკა ბომონდში“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი შემოიყვანა, რომელმაც სახლში იმშობიარა. კლინიკაში შემოყვანის მომენტში ქალის მდგომარეობა რთული იყო და მედიკოსების მხრიდან გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.
კლინიკაში პაციენტის შემოყვანისთანავე, ოპერატიულად მოხდა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის გუნდის მობილიზება, პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში შემოიყვანა 40 წლამდე ქალი, რომელმაც მერვე შვილზე სახლში იმშობიარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ორსულობის პერიოდის განმავლობაში პაციენტს კლინიკისთვის არ მიუმათავს. პაციენტი ფსიქოლოგიურად იყო რთულ მდგომარეობაში და მედიკოსებს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოგვერხეხებინა მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც პაციენტი კლინიკაში შემოვიდა, მშობიარობის პროცესი დასრულებული არ იყო და მესამე პერიოდის დასრულება „კლინიკა ბომონდში“ მოხდა. ამ დროისათვის დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ახალშობილი გოგონა დაკვირვების მიზნით, კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება,“-ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს მეან-გინეკოლოგი მარინა ჯიმშელეიშვილი.
