ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ძალიან ლამაზად გამოვიყურებით თუმცა ფოტოსურათებზე ამ სილამაზის სწორად აღბეჭდვას ვერ ვახერხებთ. წარმოშობით იტალიელი სუპერმოდელი, ემილი დიდონატო ვიდეობლოგში საკუთარ გამოცდილებას და ხრიკებს გვიზიარებს, რომელთა დახმარებითაც ერთხელ და სამუდამოდ შევძლებთ კამერასთან სწორ კომუნიკაციას და ნანატრი ფოტოების გადაღებას.
1
განათება: განათება წარმატებული ფოტოსესიის ნამდვილი გარანტია. ემილის პირველი რჩევაც რასაკვირველია მასთანაა დაკავშირებული. „იპოვეთ ბუნებრივი განათება, მიდით დიდ ფანჯარასთან, ჩართეთ წინა კამერა და ეცადეთ განათება მთელს სახეზე მოგეფინოთ“.
გადაიღეთ ფოტო ოქროს შუალედში, მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის დროს, ამ დროს იმაზე ზღაპრული ფოტოს გადაღება შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.