ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უწყების ცნობით, მათგან 91,62 მლნ. აშშ დოლარი ჩარიცხულია ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო $429, 54 მლნ. სხვა ქვეყნებიდან.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში რუსეთიდან $316 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, ზრდამ 819% შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია 36 მილიონი დოლარით.
TOP 5 ქვეყანა, ნოემბერში გადმორიცხვების მიხედვით ასეთია:
- რუსეთის ფედერაცია – $316 მილიონი, მატება წინა წელთან შედარებით 819%
- იტალია – $36 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
- აშშ – $29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
- ყირგიზეთი – $20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%
- საბერძნეთი – $19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ აშშ დოლარი (85.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ნოემბრის (31.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.
