Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

December 15, 2022
“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

7 წლის წინ, სა­მო­რი ბალ­დემ და სოფო ბარ­ნოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მა­შინ ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ… შტა­ტებ­ში 2015 წელს გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად და 2016 წელს მათი პირ­ვე­ლი შვი­ლი და­ი­ბა­და. სოფო ამ­ბობს, რომ შტა­ტებ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლობ­ლე­ბი ენატ­რე­ბათ, თუმ­ცა ცოლ-ქმა­რი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ორ ბავ­შვს ზრდი­ან…

– სოფო, სა­ქარ­თვე­ლო­დან შტა­ტებ­ში გა­დას­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წლე­ბის წინ მი­ი­ღეთ, რა­ტომ ამე­რი­კა და არა თუნ­დაც ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა?

– ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ მი­ვი­ღეთ, 2013 წლის ზა­ფხულ­ში ჩემი მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი ნიუ-იორკში, რო­გორც ტუ­რის­ტი, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ეს ქა­ლა­ქი, მა­შინ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. რო­დე­საც დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­მომ­თა­ვა­ზა რომ ერ­თად წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. იმ პე­რი­ოდ­ში, აქ­ტი­უ­რად ვფიქ­რობ­დი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ რომ­ში, ზა­ფხულ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მით წა­სუ­ლიც ვი­ყა­ვი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამე­რი­კა­ში დრო­ე­ბით გად­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

– რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეგ­ხვდათ პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­გორ აუ­ღეთ ალღო ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტმს?

– სირ­თუ­ლე­ე­ბი რო­გორც უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ხალ­ხს, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგ­ვხვდა, ბევ­რს არა­ვის ვიც­ნობ­დით და უამ­რავ სა­კი­თხში გარ­კვე­ვა თა­ვად მოგ­ვიხ­და, მაგ­რამ ენის ბა­რი­ე­რი არც ერთს გვქო­ნია, რა­მაც ჩვე­ნი აქ ყოფ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­ა­ად­ვი­ლა.

“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

– თქვენ ხე­ლო­ვა­ნი ხართ, არა­ერ­თი გა­მო­ფე­ნა გქონ­დათ, ვინ და­გეხ­მა­რათ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ, რომ თქვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი ამე­რი­კე­ლე­ბამ­დე მი­გე­ტა­ნათ?

– ჩემს პირ­ველ გა­მო­ფე­ნებს ჯგუ­ფუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ჩემი მე­გობ­რე­ბიც, შემ­დგომ უკვე, თა­ვად და­ვამ­ყა­რე ად­გი­ლობ­რივ გა­ლე­რის­ტებ­თან საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტი, და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­მებრ მი­კავ­შირ­დე­ბი­ან.

– ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ, რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე?

– ბოლო 6 წე­ლია დე­კო­რა­ტი­უ­ლი არ­ტის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, მაქვს სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია, ვა­კე­თებთ კერ­ძო შეკ­ვე­თებს, რაც სხვა­დასსხვა კომ­პო­ზი­ცი­უ­რი თუ ფაქ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის შექ­მნას მო­ი­თხოვს ინ­ტე­რი­ე­რის­თვის.

“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

– უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტი­ვი არ არის შვი­ლის გაზ­რდა, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ემიგ­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სწო­რედ შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გამო იღებს… თქვენ თუ გქონ­დათ სირ­თუ­ლე­ე­ბი?

– ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი შვი­ლე­ბის უცხო ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდა, რო­გორც ყვე­ლა მშო­ბე­ლის­თვის, ჩემ­თვი­საც ბავ­შვე­ბი უპირ­ვე­ლე­სია, რაც გვაძ­ლევს ძა­ლას, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­უმკლავ­დეთ.

– შვი­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რამ­დე­ნი წლის არი­ან და რამ­დე­ნად გრჩე­ბათ დრო ოჯა­ხის­თვის?

– ბიჭი და გოგო გვყავს, დე­მი­ე­ნი 6 წლის არის, მია 2 წლის. დროს ბავ­შვე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ვნა­ხუ­ლობ, პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემ­თვის ოჯა­ხია, შემ­დეგ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი.

– მე­უღ­ლე­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რას საქ­მი­ა­ნობს ახლა სა­მო­რი?

– სა­მო­რიც დე­კო­რა­ტი­უ­ლი არ­ტის სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი, არა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, არა­მედ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კუ­თხით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი სფე­როა, რაც ბევრ სხვა ისეთ უნა­რებს მო­ი­თხოვს, რაც სა­მო­რის გა­აჩ­ნია. ასე­ვე, აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია და პე­რი­ო­დუ­ლად მუ­შა­ობს.

“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

– სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას თუ ახერ­ხებთ ხოლ­მე, რო­გო­რი გრძნო­ბაა, რო­დე­საც სამ­შობ­ლო გე­ნატ­რე­ბა.

– საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და სამ­შობ­ლო­დან შორს ყოფ­ნა ყვე­ლა­ზე მძი­მე რამ არის, რაც აქ ყოფ­ნას ახ­ლავს. მუდ­მი­ვად აქ დარ­ჩე­ნა ერთი წუ­თი­თაც არ მი­ფიქ­რია, ჩემი ნა­ხე­ვა­რი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი, ვინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, მათი ნახ­ვა კი ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა.

– შტა­ტებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ ერ­თგვარ შეკ­რე­ბებს…

– რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მყავს, ვერ ვი­ტყო­დი რომ ხში­რად ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, რად­გან მეც და ისი­ნიც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მა­ინც ვიკ­რი­ბე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად.

“მაქვს საკუთარი კომპანია, ორ შვილს ვზრდით” – როგორია სამორე ბალდეს ამერიკული ცხოვრება

– სოფო, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, შტა­ტებ­ში თუ გქო­ნი­ათ სხვა ტი­პის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, თქვე­ნი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუნ­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო კუ­თხით ან ფოტო მო­დე­ლად…

– რამ­დე­ნი­მე სტუ­დი­ურ ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ამას არ ჰქო­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი ხა­სი­ა­თი. ვცდი­ლობ ჩემი დრო სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბას და­ვუთ­მო.

– და­სას­რულს, რო­გო­რია თქვე­ნი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ აპი­რებთ თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

– აუ­ცი­ლებ­ლად. ეს ფრა­ზა ალ­ბათ ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის, ჩემ­თვის ამე­რი­კა მა­ინც თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ისე­თე­ბი იყ­ვნენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან, თეთ­რე­ბი თუ შა­ვე­ბი, გამ­ხდრე­ბი თუ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნე­ბი, მწვა­ნე თმით თუ ლურ­ჯით, სა­ყუ­რით თუ უსა­ყუ­როდ, რე­ლი­გი­უ­რე­ბი თუ არა­რე­ლი­გი­უ­რე­ბი, ანუ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი, რო­გორც ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოა, და ამის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ გა­ნი­კი­თხავ­დეს ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, არ უზღუ­დავ­დეს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას. რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს სის­ტე­მა, სა­დაც დარ­ღვე­ვა არ არის, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ნამ­ყო­ფი ვარ, ნიუ-იორ­კი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქა­ლა­ქია. ვფიქ­რობ, ეს არის აქა­უ­რო­ბის მთა­ვა­რი შარ­მი.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – პროკურორი პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა “ხარებას” გამოკითხვა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge