ნოემბერის, დეკემბერის, იანვარისა და თებერვალის თვეში აბონენტების ნაწილი კომუნალური გადასახედებისგან ისევ გათავისუფლდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს ეს პროგრამა და ზამთრის 4 თვის განმავლობაში, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში იგივე პრინციპით, 200 კილოვატ საათი და 200 მ3 გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კონპენსირებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.