Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმედი მაქვს, როცა ჩემი დრო მოვა, უფალი ასე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს…” – ჯაბა ხოფერიას მამა საიდუმლო ჩანაწერს აქვეყნებს

December 13, 2022
“იმედი მაქვს, როცა ჩემი დრო მოვა, უფალი ასე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს…” – ჯაბა ხოფერიას მამა საიდუმლო ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინაში გმირულად დაღუპული გმირის, ჯაბა ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“იცით ალბათ ახლა ჩემი შვილის სული რა გზას გადის დიდ სამსჯავრომდე…მეგონა წესის და რიგის მიხედვით იქნებოდა ყველაფერი და ჯერ მე გავივლიდი მაგ გზას მაგრამ ასეთი იყო ნება უფლისა..ამ პატარა ჩანახატში ყველაფერია საკუთრივ განცდილი ნანახი განაგონი გამოგონილი და ზმანება და ასეც დავარქვი მეომრის ზმანება..ორი წლის უკან დავწერე არ გამომიქვეყნებია ..მაგრამ უნდა გამოვაქვეყნო ჩემ ცოდვებზე და გადაცდ9მებზე მას არავის მოჰკითხავს მაგრამ იმედი მაქვს როცა ჩემი დრო მოვა უფალი ასე არ დამსჯის და შვილთან ერთად ყოფნის საშუალებას მომცემს..

“რეიდი დაზვერვა იყო…ქალაქის ბოლოში უნდა ჩასულიყვნენ, რომელიც სადღაც მთებში გატრუნულიყო და სიცოცხლის ნიშანწყალს აქა იქ ამოსული კვამლით თუ იძლეოდა..
მთელი ღამე იარეს მთებით..ქალაქის განაპირას აღმოჩნდნენ, არც გამყოლი ყავდათ ..
გზის პირას ჩასაფრდნენ იმ იმედით რომ ვინმე გამოივლიდა კაცთაგანი თუ იქნებოდა მეომარი იქნებოდა უცილობლად. ყველას თოფქვეშ დაყენება მოახერხეს მტრებმა. სულ მალე ორნი გამოჩნდნენ ზემოდან მოდიოდნენ, ერთს უფრო დიდს საწვიმარი ეცვა მხარზე ავტომატი ეკიდა..მეორე უფრო სუსტი და გამხდარი უიარაღო იყო. ეს ჩვენია ანიშნა თავისიანს დიდზე ..ის მეორე თქვენი. იარაღს ვერ იხმარდნენ. დიდი გამწარებული იბრძოდა იძულებული გახდნენ მოეკლათ. არც პატარა აღმოჩნდა იოლი ნადავლი და არც დაბნეულა პირველივე რომელიც უკნიდან შეახტა გუდურასავით გადმოიღო და მეორეზე მივიდა პირდაპირ და ეგრევე გარესაემით მოცელა და ზევიდან დაახტა, სულ ცოტაც და გაათავებდა, მაგრამ დანარჩენები მიეშველნენ ..მკვდარი გზიდან გადაათრიეს. გზაზე ბრძოლის ყოველგვარი კვალი წაშალეს და სიღრმისკენ წავიდნენ.
ტყვე ხელით მიჰყავდათ, დაშავებული იყო, ფეხს ვეღარ ადგავდა, მუხლი გვერდზე ქონდა მოქცეული.
– “მხედრიონიდან” ხართ? – იკითხა ტყვემ პირველად.
– რა იცი “მხედრიონი”? – ჰკითხა მეთაურმა.
– ვიცი და ისიც ვიცი, რომ მედალიონებს ატარებს. ჩვენები ამბობენ, რომ მაგრები ხართ და ტყვედ ჯერ ვერავინ აიყვანეს.
– ის კაცი ვინ იყო?
– ბიძა იყო ჩემი აქაური ასეულის მეთაურია.
– სად მიდიოდით?
– ვერტმფრენზე მაცილებდა. მამა პირველივე დღეებში დაიღუპა, დედა და და თქვენებმა რომ ვერტმფრენი ჩამოაგდეს იქ იჯდნენ – ცრემლები ყელთან შეეკრა.
– ნათლია ქართველი მყავდა პატარა ჯვარი ამოიღო სვიტერის შიგნიდან. ჭიდაობას ასწავლიდა და მათ შორის მეც . აი თქვენები დავახეთქე მაგის ნასწავლი ფანდებია.
– სადაა ნათლიაშენი?
– მოკლეს ომი დაიწყო თუ არა შური იძია ვიღაცამ.
– შენ სადღა მიფრინავდი?
– გუდაუთას. ბიძაჩემმა წადიო მარტო შენ ხარო. მარტო მეღა დავრჩი, ბიძაც უცოლშვილო იყო.
ხმაური გაისმა ყვირილი, შორიდან სროლის ხმაც, გუშაგი მოვარდა. – სატვირთო მანქანით არიან მგონი ეძებენ ამათ.
ერთმანეთს გადახედეს ..ამას ვერ ატარებდნენ.
დატოვებაც არ შეიძლებოდა, ტყვემ უკვე ისედაც საკმარისზე მეტი იცოდა. მთელ ოპერაციას, რომელსაც დიდი მნისვნელობა ჩაშლის საფრთხე დაემუქრა.
– ვინ იზამს – იკითხა მეთაურმა?
ყველამ განზე გაიხედა.
-წადით, დაგეწევით.
ბებუთი ამოიღო, ჟგუტი რომელიც კონდახზე ჰქონდა დახვეული შუაზე გადაჭრა და ორივე ხელზე გადაუჭირა ტყვეს, მერე პირში ალიკაპი ჩასჩარა და მორფი გაუკეთა, რომელის წამოსაღებადაც კინაღამ მთელი საავადმყოფოს შეყენება დასჭირდა. ორივე ხელზე საჩვენებელი და შუათითი მოაჭრა, სისხლი ოდნავ წვეთავდა გადაჭრილი სახსრებიდან.
– ეს იმისთვის, რამე რომ არ დაწერო! ეხლა ენის ნაწილიც უნდა მოგაჭრა ნუ გეშინია, როცა მორჩები ილაპარაკებ, შენები გიპოვნიან ალბათ.
ადგა და უკანმოუხედავად წავიდა. თავისიანებს მალე დაეწია, არავის არაფერი უკითხავს, ცოტა ხნის შემდეგ თქვა,
– ასე არაფერი გამჭირვებია, მოვკალი. უხმოდ გააგრძელეს გზა.
P.s გაგრძელება იქნება”, – წერს ხოფერია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge