ახალი წელი ყოველთვის გამორჩეულია მათთვის, ვისაც სიურპრიზების კეთება და საჩუქრების არჩევა უყვარს. მაგრამ წელს აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რომელი საჩუქარი შეესაბამება შავი კურდღლის წელს, რომელი მათგანი იქნება იღბლის ან პირიქით, უიღბლობის მომტანი.
მარტივი იქნება ნებისმიერი საჩუქრის ყიდვა კურდღლის სიმბოლოთი. შესაძლებელია ტანსაცმლის, წინდების ან თუნდაც სათამაშოს ჩუქება. თუ საყვარელი ადამიანისთვის ეძებთ საჩუქარს, შეგიძლიათ არჩევანი ყელსაბამზე ან სამაჯურზე შეაჩეროთ.

2023 წლის მფარველი ცხოველი კურდღლის ფორმის ტკბილეულსაც დააფასებს. ეს შეიძლება იყოს შოკოლადები ან მაფინები. ეს დელიკატესები უყვართ როგორც პატარებს,
ასევე უფროსებსაც. კარგი იქნება, თუ გემრიელ კერძებს ხელით მოამზადებთ.
შავ კურდღელს არ უყვარს ზედმეტად განათებული სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ სურნელოვანი სანთლები, რომლებიც განსაკუთრებულ საახალწლო ატმოსფეროს ქმნის.
ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია საჩუქრებთან დაკავშირებული აკრძალვები. შავი კურდღლის წელიწადში მოერიდეთ ტყავისგან დამზადებული საჩუქრების (საფულე, ჩანთა…) შეძენას.
ნუ იყიდით ოქროს სამკაულს. არჩევანი გააკეთეთ ვერცხლზე ან პლატინაზე, მაგრამ თუ მაინც ოქრო გირჩევნიათ, უპირატესობა თეთრს მიანიჭეთ. ასევე მოერიდეთ ჰიგიენური საშუალებებისა და სუნამოს ჩუქებას.

წყარო: marao.ge
