სამოქალაქო აქტივისტი, ვატო გელაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, მამუკა მამუკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გავარკვიე დეტალურად. მოხალისედ წასულებს არ გვემუქრება უპაშპორტოდ დარჩენა.
“ქართული ლეგიონის” უფროსს რაც შეეხება, თუ გინახავთ ეგ “გმირი”, რომელიმე ქართველი გმირის პანაშვიდზე, ან სადმე ცხელ წერტილში ვინმეს დასახმარებლად ჩასული, ან რავი სხვა და სხვა ბრძოლებში მონაწილე, მე არაა და არც გამიგია.
მეტს არაფერს ვიტყვი. დამიწყებენ მერე, ქოცი ხარ და ეს ხარ ის ხარო, იქ ვინ იბრძვის და ვინ რას აკეთებს ყველამ კარგად ვიცით.
ვინც კადიროველებივით სელფების გადასაღებად და ტელევიზიებთან საპრანჭაოდ არის წასული, ის გმირი კი არა სირია ჩვეულებრივი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – წერს ვატო გელაშვილი.