პოეტმა, ბესიკ ხარანაულმა სოციალური ქსელით ახალი ლექსი გამოაქვეყნა.
“სიცოცხლის ნება
არა, მასაც აქვს
სიცოცხლის ნება,
თუმც ბევრჯერ შეცდა,
მხოლოდ თავისთვის,
მხოლოდ თავისთვის
მოქონდა ვნება.
შეხედეთ მის კოშკს
ყველაზე მბრწყინავ
ჩუქურთმად იქცა
ჩვენი გინება!
კვლავ წამოდგება,
აღორძინდება,
არა, მასაც აქვს
სიცოცხლი ნება” .
საზოგადოებამ მასში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამოიკითხა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, პატიმარი სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივა მედში“ იმყოფება.