გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, სოსო ალიმბარაშვილი ახლახანს გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.
სოსო ალიმბარაშვილი გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იყო. ის არის რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
