Wednesday, July 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო – უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

December 9, 2022
ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო – უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ექ­სპრე­მი­ე­რი და პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2012 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ ეს წრე გა­ერ­ღვია და მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბის ფონ­ზე პო­ლი­ტი­კა­ში ეცა­და ბედი.

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის შე­სა­ხებ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თა­დერ­თი ის იცო­და, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე ური­ცხავ­და და ასე­ვე საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და დღემ­დე, ის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია მი­ლი­არ­დე­რის ოჯა­ხი­დან, ვისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ სამი შვი­ლის შე­სა­ხებ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, გარ­და იმი­სა, რომ გვან­ცას უყ­ვარს ას­ტრო­ლო­გია, ცოტ­ნე კარ­გად ხა­ტავს და უტა ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე
ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის, ალე­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვეთ. ალექ­სან­დრეს და მისი უფ­რო­სი ძმის, ადი­კოს სა­ხე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტით მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა. ცნო­ბი­ლია, რომ ადი­კო ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უფ­რო­სი ძმაა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან უყ­ვარს ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ხან­და­ხან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი წა­მოს­ცდე­ბა ხოლ­მე, რაც არ უნდა თქვას. ამის გამო 2017 წელს ბო­დი­შის მოხ­დაც კი მო­უ­წია. მა­შინ ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა კა­მე­რე­ბის წინ არ­ჩევ­ნებ­ზე მისი ფა­ვო­რი­ტი კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ამა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია:

“ბი­ძი­ნამ მი­თხრა, რომ არ ჩა­ვე­რიო არა­ფერ­ში, რომ ჩემი საქ­მე არ არის პო­ლი­ტი­კა და მორ­ჩა. გპირ­დე­ბით, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ხდე­ბი და არა­ვის კო­მენ­ტარს არ მივ­ცემ“, – აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ადი­კო ივა­ნიშ­ვილ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რე ძმა ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბიზ­ნეს­მენ ძმას იმე­დე­ბი გა­უ­მარ­თლა.
ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, რო­გორც პარ­ტია პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ დღეს ქარ­თულ მე­დი­ას, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას წლე­ბის წინ ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა, თე­ო­ნა შე­ე­ძი­ნა.

ქა­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სიმ შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით დედა-შვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე ფულს უხ­დი­და და თბი­ლის­ში ბი­ნაც უყი­და. ამის შემ­დეგ უკვე დედა თე­ო­ნას კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნო­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარს ითხოვ­და.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე
სა­სა­მარ­თლო წლე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 2020 წლის მარ­ტში თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ის ფონ­ზე, რო­გორც ჩანს, მე­დი­ას ეს ამ­ბა­ვი გა­მორ­ჩა და არ გა­შუქ­და. 12 მარტს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნეს.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

“მინ­და, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში უპა­ტი­ოს­ნეს ად­ვო­კა­ტებს ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს, ლაშა შუ­კა­კი­ძეს და ლია ხუ­ციშ­ვილს უან­გა­რო დახ­მა­რე­ბის­თვის. ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ოთხი წლის მან­ძილ­ზე ჩემ საქ­მეს იხი­ლავ­დნენ და სა­მარ­ლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს ასეთ რთულ დროს. 30 წლის შემ­დეგ ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი გვა­რი მო­მა­ნი­ჭეს, ივა­ნიშ­ვი­ლი… ძნე­ლია როცა მამა გი­ჩი­ვის და სა­მარ­თალს ეძებ სა­ქარ­თვე­ლო­ში…” – წერ­და თე­ო­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი-ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, 12 მარტს.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

თე­ო­ნას ად­ვო­კა­ტე­ბი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი და ლაშა შუ­კა­კი­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­გო­ნას სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა.

“დიახ, სა­სა­მარ­თლომ თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლად ცნო და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში ჩა­ვა­ბა­რეთ. ქალი ახლა თე­ო­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ალექ­სან­დრეს ასუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვა­ზე, რო­გორ შეხ­ვდა ამ ფაქტს ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი, არ ვიცი, მი­ა­კი­თხეთ, ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამთ”, – აღ­ნიშ­ნა ლაშა შუ­კა­კი­ძემ.

რე­ა­ლუ­რად კი ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად საკ­მა­ოდ მშვი­დი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. მი­ლი­არ­დე­რის ძმას ცო­ლად სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქალი, ქეთი ხა­რა­ი­ძე ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც სამი შვი­ლი – კესო, გრიშ­კა და ცი­ცი­ნო შე­ე­ძი­ნა. შვი­ლებს გრიშ­კა და ცი­ცი­ნო მშობ­ლე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. ალექ­სი ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი კესო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

თბი­ლის­ში გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენტს ეუფ­ლე­ბა.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

კესო თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნაა, ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და მის “ინ­სტაგ­რა­მის” გვერდს თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს სა­კუ­თარ მიმ­დევ­რებს უზი­ა­რებს.

ვინ არის გოგო, რომელიც ქართულმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის დიდი ოჯა­ხი­დან ის ერთ-ერთი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც არ იმა­ლე­ბა, ღიად წერს მა­მი­სა და ბე­ბი­ის შე­სა­ხებ, აქ­ვეყ­ნებს მათ ფო­ტო­ებს და ოჯახს არა­სო­დეს მა­ლავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხანძარი ხულოში – რა ვითარებაა ადგილზე
  • ქურთების ლიდერი, თურქეთთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ციხიდან მიმართვას ავრცელებს
  • ბათუმში ავტომობილი 2 ქალს დაეჯახა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge