ზუგდიდის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფოტოაპარატის და ფოტოაპარატთან თავსებადი აქსესუარების შესყიდვისთვის 9 369 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფოტოაპარატი განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს სჭირდება.
ამავე თანხაში გათვალისწინებულია აპარატისთვის საჭირო აქსესუარები: მეხსიერების ბარათი, მაშუქი, ლინზა, ობიექტივის გადამყვანი.
ტენდერში წინადადებები 7-დან 9 დეკემბერის ჩათვლით მიიღება.