“ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, გვაცადოთ გლოვა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მარიამ ხატისკაცი, გოგონა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მეგობრის ჩვენების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს მოსწონდა.
შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მისი მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა, ახალგაზრდა სპორტსმენი 2018 წლიდან მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში კი შაქარაშვილი მეგობრებს გამოუტყდა, რომ ხატისკაცი მოსწონდა. ანი გაბეჩავას დაბადების დღეზეც ფეხბურთელი სწორედ მარიამ ხატისკაცისგან მოხვდა – გაბეჩავა და ხატისკაცი მეგობრები არიან.
აი, რას წერს მარიამ ხატისკაცი “ინსტაგრამზე”:
“მარტივია ადამიანის ლანძღვა და განსჯა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.