ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი დიზაინერის, “ბალენსიაგას” კრეატიული დიზაინერის, დემნა გვასალიას და იმ სკნდალის შესახებ წერს, რაც მის ირგვლივ დატრიალდა.
“რამდენიმე დღის წინ დავწერე ვიღაც მარიკა კი არა, ჩვენი ვარსკვლავი ბიჭი დემნაა მაგარ შარშითქო.
უკვე ჩელენჯი დაიწყო მსოფლიოში – მის ტანსაცმელს ჭრიან, წვავენ და ვიდეოს იღებენ. რომელიღაც ქალაქებში დაიკეტა ბალენსიაგას მაღაზიებიო. ფაქტია სამუდამოდ თუ არა ალბათ დიდი ხნით შეიძლება ჩაესვენოს მისი ვარსკვლავი. არ გეცოდინებათ და 2 სიტყვით გეტყვით – ვიღაც “რუსკაი შ@უხა” სტილისტი ყოლია ფრენდზონაში, მისი გაჩალიჩებული ყოფილა ეს ფოტოსესიაც. იმიტომ კი არა რომ რუსია და ქართველს მტრობდა და “ჩაუდეს”, ალბათ ბუნებითაა ეგეთი შათლახი ის გოგო და იმიტომ დაემართათ, ენდობოდა ესეც ზედმეტად. თუმცა იქნებ კგბ-ს ხელიც ურევია? რა ვიცი, ეგ უკვე გამოძიებამ დაადგინოს.
მახსოვს რუსული პასპორტის ჩექმა რომ დაამზადა დემნამ წლების წინ, მთელი კრემლი აღშფოთებული იყო – სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფაა ეგ და შენ გიტირებთ ყოფასო, იმუქრებოდნენ. კგბ თუ დაგემუქრა ხვალ არა ზეგაც შეიძლება მისი გრძელი ხელი მოგწვდეს, რა ვიცი აბა, მიგზავნილია იქნებ ის ქალი? ჩემი ვერსიაა ეს, არაფერს ვამტკიცებ, არც რამე წყაროებს ვფლობ, დაიკიდეთ.
მოკლედ, რისი თქმა მინდა, სანამ გამოიღვიძებთ და სიუჟეტების კეთებას დაიწყებთ ძვირფასო ტელევიზიებო და გაანიუსებთ ამ ერთ-ერთ ტოპ ნიუსს დღეს მსოფლიოში, გავა ალბათ კიდევ 1-2 კვირა. ჰოდა, არაა ეს არც პატარა ამბავი, არც უმნიშვნელო, არც დილის გადაცემის ყავაზე მისაყოლებელი რუბრიკის. ძალიან დიდი ბრენდის და დიდი იმპერიის დასასრული შეიძლება ეს იყოს და უზარმაზარი მნიშვნელობის ძვრები გამოიწვიოს. სოციუმშიც, მოდის და გლამურის თემების გადააზრებაშიც და იქნებ საფონდო ბირჟებზეც კი.
კარგი კულტურის ჟურნალისტი ღრმად და საფუძვლიანი ანალიზით კარგად მოამზადებდა თემას, მაგრამ კულტურის ჟურნალისტს ჩვენთან ხომ ისე უყურებენ აი – ნუ მაგას რა მოეკითხება, რას სთხოვთ კულტურაა რა, დაიკიდე, არაუშავს.
ჰოდა რავი აბა…
არადა არაა ხელწამოსაკრავი ამბავი, არც პაპსაა და არც გასაფუჭებელი თემა. სწიოპას კლიპის გარჩევას გადაყევით ეს კვირა.
ბოლოს ბაბლიდან ვინმე ფეისი თუ დაპოსტავს – აუუ ხალხო, რა ხდება დემნაზეეეეე, გამარკვიეთ ვინმემ???
ამოუხტება ნიუსფიდში რომელიმე მეგაშოუს წამყვანს ან პროდიუსერს ეს პოსტი და ჩაავლებს მისი გამჭრიახი და პროფესიონალური თვალი ეგრევე, რომ აქედან “რაღაც მაგარი აგორდება”. ჩუწიო აქვს საკაიფო და ნიუხი ასეთ სიუჟეტებზე. უეჭველიც გაარტყავს და რომელიმე ტოკშოუში გაარჩევინებენ ბოლოს მაროშკინას, გივია სიხარულიძეს, იუმორინას წამყვანს, ცნობილ ქართველ დიზაინერ საკოს, მოდის სახლ “თეაჩოს” დამფუძნებელს და სტილისტ გენადის ერთად ამ ამბავს.
აი ამით დასრულდება.
პოლიტიკა ხომ არაა, კულტურაა რა” – წერს ჟვანია
